ქართველი ქალი რომელსაც კორონა ვირუსი დაუდგინდა იტალიაში ქართველების ჯგუფთან ერთად  იმყოფებოდა – თნგიზ ცერცვაძე

ქართველი ქალი რომელსაც კორონა ვირუსი დაუდგინდა იტალიაში ქართველების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა – თნგიზ ცერცვაძე

„პაციენტი, რომელსაც კოროვანირუსული ინფექცია გამოუვლინდა 31 ქალია, ის ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში სადაც არ არის მაღალი ეპიდემის რისკი, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით ქალს, არავითარი ჩივილი არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა მასთან ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით ქალს 6-7 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ორივე პაციენტი, რომელსაც დრომდე კორონავირუსული ინფექცია გამოუვლინდა იყო აბსოლუტურად უსიმპტომო.

„და ეს ძალიან სერიოზულია, რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ და მხოლოდ იმიტომ , რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიც არის ირანი და იტალია, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელად, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მწვავე რესპირატორული ინფექცია, ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და დიდი ალბათობით გაავრცელებდნენ ინფექციას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყევებით სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგნენ ყველაზე მაღალი რისკს.

16 პაციენტს აღებული აქვს საკვლევი მასალა და საღამოს ელოდებიან მათი ანალიზის პასუხს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

CATEGORIES
TAGS
Share This