,,შეიძლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც დაგვჭირდეს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

,,შეიძლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც დაგვჭირდეს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: არ არის გამორიცხული, მთავრობას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც დასჭრიდეს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, ჩვენი პატარა ქვეყანა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა ყველა უნდა დავირაზმოთ მთავრობა, საზოგადოება და კიდევ ერთხელ, მობილიზებული ძალებით უნდა გავფრთხილდეთ

„დავრჩეთ სახლში, რადგან ვნახეთ, რომ ზერელე მიდგომამ და გულგრილმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რაც მოხდა იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც თავდაცვის მინისტრი, მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ყველა ის ზომა, რაც მთავრობამ მიიღო. ვნახეთ, რომ მთავრობამ ზომემები რამდენიმე ეტაპად გაამკაცრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, რომ მთავრობას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაც კი დასჭრიდეს, თუ დაინახა რეალური რისკები და საფრთხე ეპიდემიის ფართო მასშტაბით გავრცელების. რომ არ მოგვიწიოს საყოველთაო კარანტინის გამოცხადება, სწორედ ამიტომ მოქალაქეებმა უნდა გაიზრონ, რომ რაც უფრო სწრაფად ჩავიკეტებით სახლში, ასევე სწრაფად მოხდება გახსნაც“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ სიტუაცია ძალიან რთულია, ზოგადად პროგნოზირებაა შეუძლებელი, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

„უნდა გავიჭირვოთ, მაქსიმალურად მოვიკრიბოთ ძალები და მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რომლიც მთავრობის მიერ არის დადგენილი. ჩვენ ამავდროულად ვეყრდნობით ჩვენი პროფესიონალების რეკომენდაციებს, თუმცა ეს ყველაფერი რეკომენდაციებად დარჩება, თუ მას ფეხი არ აუწყო მოსახლეობამ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

CATEGORIES
TAGS
Share This