შესაძლოა მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – თენგიზ ცერცვაძე

შესაძლოა მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – თენგიზ ცერცვაძე

მთავარი არხი

LIVE

ENG

შესაძლოა მოგვიწიოს კარანტინის გამოცხადება – თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნდა: 

ქვეყნის მთავარო ინფექციონისტი საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია, რაც ყურადღების მოდუნების შედეგია. მისივე თქმით, მეორე ტალღა ჯერ კიდევ წინ არის:

იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში. არსებობს რეალური რისკი რომ იძულებული გავხდეთ ქვეყანაში დავაბრუნოთ საგანგებო მდგომარეობა, თუ კარანტინი თუ სხვა…” ამბობს ცერცვაძე.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდაფეთქების კერად აჭარის რეგიონი იქცა. ინფიცირების შემთხვევბი დაფიქსირდა საკონდიტრო “დონასა” და ჩაქვის “ოაზისში”, რის გამოც სასტუმრო ჩაიკეტა, თუმცა ბოლო მონაცემებით, “ოაზისში” აღებული 924-ვე კვლევის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და სასტუმრო ისევ გახსნეს.

შეგხსენებთ, რომ ბოლო დღეებში კორონა ვირუსის შემთხვევათა საგრძნობი ატევაა ქვეყანაში.

CATEGORIES
TAGS
Share This