„შეცდომები არ არის ტრაგედია, შეცდომები გვზრდის და გვაყვარებს სიცოცხლეს!“ – ეკატერინე ყიფიანი

„შეცდომები არ არის ტრაგედია, შეცდომები გვზრდის და გვაყვარებს სიცოცხლეს!“ – ეკატერინე ყიფიანი

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ საუკეთესო ფსიქო – კონსულტანტი -2022“

წარმოგიდგენთ პოზიტიურ და ტრანსკულტურულ ფსიქო-კონსულტანტსა  და ქოუჩს

ეკატერინე ყიფიანს.

ქალბატონი ეკა გახლავთ ADS პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებული პრაქტიკული ფსიქოლოგიის სპეციალისტი.

 

მას, გარდა ფსიქოთერაპიისა, აქვს კომუნიკაციების, მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში25 წლიანი გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სექტორში ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მართვის მიმართულებით.

 

ქალბატონ ეკატერინეს, მიაჩნია, რომ ქალი სამყაროს ღერძია, რადგან ძლიერი და წარმატებული ქალი ზრდის ჯანსაღ შვილებს. ჯანსაღი შვილები ქმნიან ჯანსაღ გარემოს და შემდეგ კი თაობები იმკიან იმ თოთოეული მარცვლის ნაყოფს, რომელსაც მთელი ცხოვრება თესავენ ასეთი ქალები.

 

  • თუკი ვინმე მკითხავდა ჩემთვის დილის მამოტივირებელი ძალა რა არის, აუცილებლად ვუპასუხებდი -,,ადამინების გაბედნიერება“!

 

მე, როგორც ქალი, მინდა, გავხდე ყველასთვის მამოტივირებელი ძალა! – ამბობს ის და მისი ყოველი დღე სწორედ ამას ემსახურება.

 

სოციალურ ქსელებშიც მუდმივად აქვეყნებს სამოტივაციო პოსტებს, რაც, როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, ეხმარება ადამიანებს, უქმნის მათ დღის განწყობას.

მიაჩნია, რომ საკუთარი სქესი ტვირთთან ერთად ბედნიერებაცაა, რადგან ყველანაირი ტვირთი და გასაცდელი ქალს ზრდის და განვითარებისკენ უბიძგებს, ოღონდ მთავარია, წინააღმდეგობებმა მას მოტივაცია კი არ დააკარგინოს, არამედ გაკვეთილად მიიღოს, რათა გახდეს გუშინდელზე უკეთესი.

 

  • განვითარება მუდმივი პროცესია, არასოდეს არ უნდა დავკარგოთ იმედი რომ მომავალი უკეთესი იქნება, ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების სცენარისტები!

 

ქალბატონი ეკატერინე ქალებს, რომლებიც ახლა აპირებენ კარიერაში ნაბიჯების გადადმას ურჩევს:

 

  • მინდა ვუთხრა მათ, რომ დღეს ვიმოქმედოთ, არ დავკარგოთ არცერთი წამი!

 

  • შეცდომები არ არის ტრაგედია, შეცდომები გვზრდის და გვაყვარებს სიცოცხლეს!

 

  • თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდათ, გახსოვდეთ, რომ ის თქვენივე მკლავის გაგრძელებაა და არც ის დაგავიწყდეთ, რომ მეორე ხელი სხვების დასახმარებლად არის განკუთვნილი!

თავად მშვენიერი ქალბატნი ეკატერინე ქალების მოტივაციის ასამაღლებლად ოდრი ჰეპბერნის სიტყვებს ციტირებს:

 

  • მე მჯერა ვარდისფერის! მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა! მჯერა კოცნის, ძალიან ბევრი კოცნის! მჯერა სიძლიერის, მაშინ როდესაც ყველაფერი უიმედო გეჩვენება. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე ნამდვილად ახალი დღეა და მჯერა სასწაულების! – ოდრი ჰეპბერნი

 

https://www.facebook.com/ekaterine.kipiani.7

 

CATEGORIES
Share This