,,ჩემი წარმატება დიდი შრომის შედეგია“  – ნათია შათირიშვილი

,,ჩემი წარმატება დიდი შრომის შედეგია“  – ნათია შათირიშვილი

,,ჩემი წარმატება დიდი შრომის შედეგია“  – ნათია შათირიშვილი

იყო წარმატებული, არასდროს დაკარგო ლიდერის სტატუსი იყო ყოველთვის კარიერულ ყურადღების ცენტრში, ხელმძღვანელობდე წარმატებულ ორგანიზაციას საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი წარმატებული ქალი ყავს, რომლებიც შედგარნი არიან კარიერაში და ასევე აქვთ პირადი ცხოვრება. იურისტი ნათია შათირიშვილის ყავს მეუღლე და სამი შვილი და პარალერულ რეჟიმში უკვე 14 წელია რაც ჩვენს ქვეყანაში ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებას ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი – ის დამფუძნებელი და მმართველი გახლავთ. Realinfo.ge – ი იწყებს წარმატებულ ქალებთან შეხვედრებსა და მათი წარმატების ფორმულის საზოგადოებასთან მიტანას.

ნათია შათირიშვილი ბი დი სი აკადემიის დირექტორობის გარდა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს თანადამფუძნებელი, ასევე ემიგრანტთა სახლის დირექტორი, საქველმოქმედო ფონდ იმედის დამფუძნებელი ,  საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და ამავე საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ქალბატონო ნათია , რთულია გქონდეთ მყარი ოჯახი გყავდეთ სამი შვილი და ამავდროულად მართავდეთ კომპანიას, რომელიც ერთ ერთი ლიდერია საგანმანათლებლო ბაზარზე…

პირველ რიგში მოგესალმებით, გეტყვით, რომ ნამდვილად არაა ადვილი ქალისთვის  მართავდე კომპანიას და ამავდროულად გქონდეს ოჯახი, თუმცა  ქალს, რომელსაც ყავს ოჯახი დრო როგორც ოჯახისთვის ასევე სამსახურისთვის სწორად უნდა გადაანაწილოს და ვფიქრობ რომ ყველაფერს მოასწრებს. გეტყვით, რომ ჩემი დღე დილის შვიდი საათიდან იწყება და გვიან ღამე მთავრდება. დღეღამეში ალბათ სულ 5 საათი მძინავს და ასე გრძელდება ბოლო 14 წელი. მე ჩემი კომპანია და მისი დივიდენდები  ჩემი ოჯახისთვის მინდა და ამიტომ მე ოჯახისთვისაც ვარ და სამსახურისთვის.

არაა რთული ამდენი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მართოთ ერთი და იგივე კომპანია?

არა, თუ მოინდომებ და სწორედ დაგეგმავ შენს გუნდს, გაატარებ სწორ მარკეტინგს  და მენეჯმენტს მაშინ ყველაფერი გამოვა. ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი  14 წელია რაც საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ეს გახლავთ დიდი , თავდაუზარელი და უწყვეტი შრომის შედეგი.  მე მუდავ ვფიქრობ და ვზრუნავ განვითარებაზე, მუდამ ვეძებ სიახლეებს ,  ვმუშაობ ახალ პროგრამებზე ვამყარებ ახალ სამსახურეობრივ კონტაქტებს რაც მაძლევს საშუალებას უფრო მეტად განვითარდეს ბი დი სი აკადემია.

თქვენს კაბინეტში უამრავი დიპლომი და სიგელი გაქვთ, როგორი შეგრძნება საზოგადოების მხრიდან თქვენი წარმატების აღიარება?

რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება ხედავს შენი თავდაუზოგავი შრომის შედეგს და ამას გიფასებს. მე ვშრომობ იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება და ეს პირდაპირ პროპორციულია საზოგადოების მხრიდან მადლიერების გამოხატვის, ვინაიდან ამ ხნის მანძილზე უამრავი ადამიანი გვყავს სხვადასხვა პროფესიაში მომზადებული და დასაქმებული.

როგორც ვხვდები თქვენი წარმატება თქვენი შრომის შედეგია….

დიახ, შრომა და მუდმივად ზრუნვა განვითარებაზე, უფრო მეტი განათლების მიღება, ასევე ქალის წარმატებისთვის ვფიქრობ , რომ მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარე, მანერა, ორატორობა და ცოტა შარმიც.

ესტეთიკურ მხარეზეც მინდოდა მეკითხა და დამასწარით….  არაჩვეულებრიფ ფორმაში ხართ მუდამ როგორ ახერხებთ ამდენი შრომის მიუხედავად ასე კარგად, რომ გამოიყურებით?

ქალს პირველ რიგში საკუთარი თავი  უნდა უყვარდეს, უნდა უვლიდეს საკუთარ თავს და საკუთარი თავისთვის იპრანჭებოდეს, თორემ ქალს თუ ჯერ საკუთარი თავი არ გიყვარს და არ ცემ პატივს საკუთარ თავს შეუძლებელია გიყვარდეს სხვა და იყო წარმატებული. შესაბამისად ვახერხებ დრო საკუთარ თავს დავუთმო. საკუთარი თავის მოვლა ეს ჩემი დღის განუყოფელი ნაწილია.

ბი დი სი აკადემიის თბილისის სათაო ოფისის გარდა კიდევ სამი ფილიალი გაქვთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგვიყევით აკადემიის შესახებ?

აკადემია 14 წელია რაც უწყვეტ რეჟიმში წარმატებით ფუნქციონირებს, ამ მხნის განმავლობაში აკადემიამ შეძლო თანამშრომლობა სტაჟირების კუთხით საქართველოში წამყვან კომპანიებთან, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები სტაჟირებას გადიან და წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქმდებიან კიდევაც, ასევე ჩვენ შევძელით საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებაც გერმანიასთან, კანადასთან, პოლონეთთან, იტალიასთან, ისრაელთთან, სადაც ჩვენ კურსდამთავრებულებს ვგზავნით ანაზღაურებად სტაჟირებებზე , რომლის შემდეგ ისინი იღებენ საერთაშორისო დონის დიპლომს. ასევე ამ ქვეყნებში ყველანაირი ოფიციალური პროცედურების დაცვით ჩვენს მსმენელებს ვასაქმებთ კიდევაც ….

აკადემიის ფილიალები გვაქვს თელავში, გორსა და კუთაისში , სადაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესები.

რას ეტყვით ქალებს რომლებიც ეხლა დგავენ წარმატებისკენ ნაბიჯს ?

იშრომეთ, პირველ რიგში იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და ყველაფერი გამოვა… პატიოსანი შრომა და მონდომება ყოველთვის გამოიღებს სასურველ შედეგს.

 

CATEGORIES
TAGS
Share This