
წარმატებით ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასი თანამედროვე HR გამოწვევებზე
„ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“-ს ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე — „როგორ ავიყვანოთ და შევინარჩუნოთ თანამშრომლები 2026 წელს?“
მასტერკლასზე განხილული იყო თანამედროვე დასაქმების ბაზრის ტენდენციები, თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის ეფექტური გზები, კადრების შენარჩუნების სტრატეგიები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას.
შეხვედრამ თავი მოუყარა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც თანამედროვე ბიზნეს გარემოში ძლიერი და სტაბილური გუნდის შექმნით არიან დაინტერესებულნი.
CATEGORIES სხვა

