ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ პუტინი მკვლელია

ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ პუტინი მკვლელია

კითხვას – პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.

ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია, ჯო ბაიდენმა უპასუხა:

დიახ, ვფიქრობ.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.

„პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

CATEGORIES
TAGS
Share This