💫 ლიდერ ქალთა საზოგადოების მორიგი, მე9 გრანდიოზული ღონისძიება! 💫

💫 ლიდერ ქალთა საზოგადოების მორიგი, მე9 გრანდიოზული ღონისძიება! 💫

ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით, ქალაქ თბილისში,  სასტუმრო ბილტმორში ჩატარდა რიგით მე-9 გრანდიოზული და დასამახსოვრებელი ღონისძიება. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური კვარტეტი, რომელიც მთელი დროის განმავლობაში ასრულებდა კლასიკურ ნაწარმოებებს. მათ მიერ შესრულებული ჰარმონიული მელოდიები  სრულიად  იყო შერწყმული  ღონისძიების თემატიკასთან, ლურჯ და თეთრ ფერებთან, რომელიც  მთავარი დატვირთვა იყო. კვარტეტთან ერთად, საღამოს უძღვებოდა ზურაბ გორგაძე, რომელმაც დიდი სიმპათია დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან, მან მკაფიოდ აღნიშნა ის ძირითადი საკითხები და მიზნები, რისთვისაც  ლიდერ ქალთა საზოგადოება მართავს მსგავს ღონისძიებებს, კომფერენციებსა, თუ ლექცია-სემინარებს.

ღონისძიების დასაწყისში ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ნათია შათირიშვილმა წარმოთქვა მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელშიც გამოიკვეთა ის ძირითადი მიგნებები, რომლებზეც აგებულია ორგანიზაციის ფუნქციონირება:  მან ხაზი გაუსვა ქალთა შორის სოლიდარობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქალთა როლის გაძლიერებას და მის აუცილებლობას, რაც თანამედროვე საზოგადოებაში ახალ მნიშვნელობას იძენს.

საღამოზე წარდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში. ღონისძიებაზე ასევე ყველასთვის ნაცნობი სახეებიც იღებდნენ მონაწილეობას: ცისანა სეფიაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, ციცინო შურღაია, თამუნა ამონაშვილი და სხვები.. ეს მრავალფეროვნება ხაზს უსვამს ქალთა მიღწევების ფართო სპექტრს თანამედროვე საზოგადოებაში.

ჩვენს მიერ ჩატარებულ რიგით მე-9 ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა მნიშვნელოვნი პლატფორმა ქალთა მიღწევების აღსაღნიშნად, ეს საღამო არა მხოლოდ აღნიშნავდა უკვე მიღწეულ წარმატებებს, არამედ ქმნიდა ახალ შესაძლებლობებს. ღონისძიებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს რომ ჩვენი მთავარი მისია, ქალთა როლის გაძლიერება და წინ წამოწევა, უფრო პირნათლად და თავდაუზოგავად შევასრულოთ და თქვენ, ქალებს გქონდეთ საშუალება, რომ ფართო საზოგადოებისთვის  გახდეს ცნობილი ის, რისთვისაც შრომობთ.

 

 

 

CATEGORIES
Share This