ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი, გარდაიცვალა – 2. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთი – ქუთაისშიმეორე – ბათუმში მკურნალობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 დღეში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 3 913;
  • გამოჯანმრთელებულია – 1 574;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 22;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი.