,,მხოლოდ ერთ აღდგომას რომ არ დაესწროთ რა მოხდება? აქამდე ყველას ესწრებოდით? “- მაკა რაზმაძე
ჟურნალისტი და პროდიუსერი მაკა რაზმაძე ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მრევლს მოუწოდებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავონ ამ ეპიდემიის დროს. realinfo.ge პროდიუსერის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
მაკა რაზმაძე: ,,ყველაფერს ვფიცავარ თუ ვხვდებოდე ამ ჯიბრიანობას.ვინმეს საკუთარი სიცოცხლის დუბლები გაქვთ მუთაქებში გადანახული შავი დღისთვის თუ რის იმედად ხართ არ ვიცი.არ ტეხავს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გაფრთხილება! არაა “ძერსკობა” და კაი ტიპობა ვითომ ” გვკიდია” სიკვდილის თამაში! ოჯახები მაინც შეიცოდეთ თუ თავი არ გენანებათ.ვინ დაგიშლით მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ ეკლესიაში გაატაროთ? მხოლოდ ერთ აღდგომას რომ არ დაესწროთ რა მოხდება? აქამდე ყველას ესწრებოდით? მართლა ვერ ვხვდები ამ საბოტაჟის მიზეზს თორემ კი ბატონო…“
წყარო: ფეისბუქი
განთავსება: სოსო კავკავაშვილი