“მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, მაქვს სიცხე“  – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, მაქვს სიცხე“ – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თენგიზ ცერცვაძე თავის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას  ინფექციური საავადმყოფოს გვერდზე აქვეყნებს. მოგეხსენებათ მას კოვიდ 19 ორი დღის უკან დსუდასტურდა.

თენგიზ ცერცვაძე: ,,მადლობა ყველას!…
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით…
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას…
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.
ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ…
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები.”

CATEGORIES
TAGS
Share This