,,ვისაც სჯერა რომ ეკლესიაში წასვლა არ წასვლით რწმენა მტკიცდება არის ურწმუნო” – გიორგი შალვაშვილი

,,ვისაც სჯერა რომ ეკლესიაში წასვლა არ წასვლით რწმენა მტკიცდება არის ურწმუნო” – გიორგი შალვაშვილი

ქალაქური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი , კომპოზიტორი გიორგი შალვაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს დარჩნენ სახლში და სახლიდან ილოცონ.

გიორგი შალვაშვილი: ,, მე არ მივდივარ, აღდგომის ღამეს ეკლესიაში!! ( არც დღე )  იქნებ იმდენად ცოდვილი ვარ მაინც და მაინც მე შემხვდეს ეს ვირუსი??? და მერე სხვებსაც გადავდო!!! ვეცდები წყნარი და გააზრებული , სუფთა გულით, კეთილი გეგმებით შევხვდე აღდგომას სახლში, უფლისგან ბოძებულ კერაში… და ასე მინდა, ჩემთან, შინიდან უფალს მადლობა გადავუხადო თუნდაც ამ განსაცდელისთვის. იქნებ სწორედ მიზეზია ეს უფლის გზაზე მომავალაში ჩვენი მოქცევისა??? და მე მჯერა, სახლიდანაც , გულმხურვალედ ლოცვის შემთხვევაში მომისმეს უფალი, იქნებ ტაძრებმა, სადაც სააღდგომოდ, ამდენი სანთელი უნდა გაიყიდოს, უსასყიდლოდ დაურიგოს ხალხს და ამ გზით ყველამ შეძლოს თუნდაც იმ 1- სანთლის ანთება … სიკეთის მოფიქრებას რაუნდა განა? მთავარია გვინდოდეს… ნუ ვართ ამბიცური და დაუმორჩილებელი ერი, თორემ დაგვიმორჩილებს საბოლოოდ, ქვეშეთი მიწისა, რომელზეც დავდივართ ლაღად… ამბიციები ამპარტავნებაა, ამპარტავნება კი დიდი ცოდვაა… დარჩი სახლში და ილოცე შენი წილი უფლისთვის… უფალი ყველგანაა და ყველა კუთხიდან ისმენს შენს გულიდან წამოსულ ლოცვასა და სიტყვას… ნუ გახვალ გარეთ და ნუ ჩააგდებ სამყარის განსაცდელში, რადგან ამის უფლება არ გვაქვს ადამიანებს, განსაცდელი მხოლოდ უფლისგან მოდის და ყველა განსაცდელისთვის მადლობა უფალს, რამეთუ გაგვხადა ღირსი…
Ps: ვისაც სჯერა რომ ეკლესიაში წასვლა არ წასვლით რწმენა მტკიცდება არის ურწმუნო! უფალს ვებარებოდეთ .”

Stopcov.ge -ზე დღეს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება

  • ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 336
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 74
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 5000
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

განათავსა სოსო კავკავაშვილმა.

CATEGORIES
TAGS
Share This