საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილისა და მაისის რიცხვებში პიკის მოლოდინში აღარ არიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის ამ პლატოზე ინფექციების მართვა.
“ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს დააანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, იყო ჩატარებული არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი, ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინიც არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების