2 გარდაცვლილი და 218 კორონა ვირუსით დაინფიცირებული ბოლო 24 საათში
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი, გარდაიცვალა – 2. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთი – ქუთაისში, მეორე – ბათუმში მკურნალობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 დღეში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 3 913;
- გამოჯანმრთელებულია – 1 574;
- მათ შორის გარდაცვლილია – 22;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 4 988;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი.
COVID-19
COVID-19
26 ინფიცირებული იმერეთში – COVID 19 ოქროს ბირჟაზე, მაღაზიასა და საირმის სასტუმროში დაფიქსირდა
CATEGORIES საზოგადოება
TAGS კორონა ვირუსი