ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს 5 დღიანი ტესტის პასუხის ლოდინის მერე კოვიდი დაუდასტურდა

ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს 5 დღიანი ტესტის პასუხის ლოდინის მერე კოვიდი დაუდასტურდა

ჟურნალის ჟანა ასანიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ის ტესტის პასუხს ხუთი დღე ელოდებოდა, რომლის შემდეგაც პასუხი დადებითი იყო.  ჟურნალისტი მკურნალობის კურს სახლში გადის.

ჟანა ასანიძე: ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან საკუთარ თავზე ვცდი ახლა ყველა ტყუილ-მართალს კოვიდის შესახებ. ყველაზე მძიმე განცდა ისაა, როცა არ იცი, როდის გააღწევ შინაპატიმრობიდან, რადგან გარეთ ბევრი მოსაგვარებელი საქმე გაქვს და იძულებითი შვებულების ფუფუნება არ გაქვს.ეს აშკარად ომია,მაგრამ არ იცი,როდის დასრულდება და თუ დასრულდება,მერე ალბათ იმაზე ვიფიქრებ, როგორ გამჟღავნდნენ ადამიანები.

ცერცვაძეს ვუსმინე წუხელ, ამბობს, კოვიდი იმდენად ვერაგია, რომ უსიმპტომობის დროსაც ახასიათებს სწრაფი დამძიმება, რაც ყველაზე ხშირად არის ტრომბოებოლიური გართულების შედეგიო. ყველას ვაფრთხილებდი, რომ კოვიდი არ არის მხოლოდ რესპირაციული ინფექცია, ის აზიანებს ყველა ორგანოს და ყველაზე საფრთხილო არის სისხლის შედედების სისტემა და ტრომბოებოლიური გართულებები, რომელიც ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ სამედიცინო ჩარევა დაგვიანებულიაო. მაგალითად, ინგლისში, რვა თვის განმავლობაში, სახლში დარჩენილებიდან 4000 პაციენტი დაიღუპა.

CATEGORIES
TAGS
Share This