ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 16 ოქტომბერს პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი x კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ.
რას შეცვლის ეს მკურნალობის კუთხით?
ინექციური სამკურნალო საშუალება აღარ საჭიროებს პაციენტის მიერ ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას. პაციენტები შეძლებენ, სტანდარტულად, ინექციის გზით მოახდინონ ვირუსის სუპრესია არაგანსაზღვრად მაჩვენებლამდე ეს პროცედურა კი შესაძლებელია გაიმეორონ თვეში ერთხელ ან 2 თვეში ერთხელ.
იმისათვის, რომ პაციენტმა შეძლოს ინექციური სამკურნალო საშუალებით სარგებლობა საჭიროა რომ:
- ანტირეტროვირუსული მკურნალობით მიღწეულ იქნას არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა (50 კოპ/მლ)
- არ იქნას რეზისტენტული რომელიმე არანუკლეოზიდის საწინააღმდეგო ტრანსკრიპტაზას, ინჰიბიტორებისა და ინტეგრაზის სტრიქონგამტარების ინჰიბიტორების მიმართ.
სამწუხაროდ, ინექციას შესაძლოა გააჩნდეს ხანმოკლე გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ღებინება და სხვა.
ინექციის შესახებ საბოლოო დასკვნა გადაგზავნილია ევროკომისიაში განსახილველად. რისი დამტკიცების შემდგომაც, თითოეულ ქვეყანას მიეცემა რეკომენდაცია ინექციური სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და სხვა დეტალების შესახებ.
ახლანდელი არვ მკურნალობა ყოველდღიურად მედიკამენტის მიღებას, ვირუსული დატვირძთვისა და CD4 ლიმფოციტების მუდმივ კონტროლს საჭიროებს, ინექციური არვ მკურნალობა ამ დისკომფორტს სრულად მოუხსნის პაციენტებს.
ინექციური მკურნალობა ეფექტურია! – ეს კი 3 ფაზიანი კვლევით დასტურდება, რომლებმაც აჩვენა, რომ 4 და 8 კვირიანი ინექცია ახდენს ვირუსის სუპრესიას ორგანიზმში და აქვს იგივე ეფექტი, რაც მიიღწევა ყოველდღიური მკურნალობით.