87 წლის ოთარ აბაშიძე კოვიდისგან განიკურნა და იგი საავადმყოფოდანაც გაწერეს
87 წლის ოთარ აბაშიძემ ახალი კორონავირუსი დაამარცხა
87 წლის ოთარ აბაშიძემ, რომელიც ბათუმის კლინიკა მედცენტრში მკურნალობდა, ახალი კორონავირუსი დაამარცხა.
ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
“დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა. ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია. მზრუნველი ექიმების და ექთნების ძალისხმევით მან მოახერხა ვირუსის დაძლევა! მივულოცოთ ბატონ ოთარს გამოჯანმრთელება და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე! წლების შემდეგ შვილთაშვილებისთვის მოეყოლოს კოვიდის დამარცხების ამბავი!”. – წერია პოსტში.
მედცენტრმა ყოფილი პაციენტის ექიმებთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსის 12 007 აქტიური შემთხვევაა.