,,ადვოკატი მუდმივად უნდა მუშაობდე საკუთარი თავის განვითარებაზე” -ზაზა პაპიძე ,,პერსონა 2020 ” -ის ტიტულს მიიღებს

,,ადვოკატი მუდმივად უნდა მუშაობდე საკუთარი თავის განვითარებაზე” -ზაზა პაპიძე ,,პერსონა 2020 ” -ის ტიტულს მიიღებს

ზაზა პაპიძე ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში ცნობილი ადვოკატი გახლავთ და საზოგადოებაში დიდი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს მისთვის ყოველი მოგებული საქმე ბედნიერების განცდაა და მისი დაცვის ქვეშ მყოფზე არანაკლებ არის გახარებული თვითოული საქმის მოგებით. ზაზა პაპიძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს , სწორედ ამიტომ რეალ ინფო დაინტერესდა ადვოკატის შეხედულებებით და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

რას ნიშნავს თქვენთვის ადვოკატის პროფესია?

ჩემთვის ადვოკატის პროფესია ნიშნავს თავისუფლებას, ამ პროფესიაში ხარ თავისუფალი, არ გყავს უფროსი, ხელმძღვანელი, თავად განსაზღვრავ რომელი საქმე მიიღო წარმოებაში და რომელი არა, რათქმაუნდა დიდი პასუხისმგებლობაა როდესაც ადამიანი თავის ბედს მოგანდობს, თუ შენ მის „ტყავში“ არ შეხვალ მის დაცვას სათანადოდ ვერ განახორციელებ, დიდი ბედნიერებაა როდესაც ადამიანებს ეხმარები, ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც საჭიროა ადვოკატის დახმარება და მათ ეხმარები დარღვეული უფლების აღდგენაში, სიმართლის დადგენაში, დიდ მოტივაციას მაძლევს როდესაც მახსენდება ჩემი არაერთი კლიენტის სიხარულითა და ბედნიერებით აცრემლებული თვალები, მადლიერებით ანთებული გულები. ეს არის პროფესია სადაც ვერასდროს იტყვი მე ვიცი, ადვოკატი მუდმივად უნდა მუშაობდე საკუთარი თავის განვითარებაზე, დიდ შრომას საჭიროებს, ყოველ საქმეს თავისებური მიდგომა, სტრატეგიის დაგეგმვა ჭირდება, რაც არ არის მარტივი და შრომატევადია, თუმცა როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს ეს არის ერთგვარი აზარტული თამაში.

რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის დაზარალებულის დაცვა თუ დამნაშავის?

ჩემი კლიენტის დაცვა, როდესაც საქმეს ვიღებ წარმოებაში ყველა საინტერესოა ბუნებრივია, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვა ინტერესებია, ამ დროს მთავარია ჩემთვის რის მიღწევას ცდილობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და რა არის მისი ინტერესი, ჩვენი სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, როდესაც ბრალდებულს იცავ ხარ მხარე და აქტიურ მოქმედებაში ხარ, დაზარალებული შემთხვევაში კი არა, ამდენად ჩემთვის საინტერესოა ჩემი კლიენტის ინტერესები იქნეს დაკმაყოფილებული ორივე შემთხვევაში.

როგორი შეგრძნებაა , როცა საქმეს იგებთ?

ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ნეტავ თუ ხვდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ მასზე მეტად თუ არა არანაკლებ მიხარია საქმის მოგება და როგორი ბედნიერების განცდა მაქვს მეც , საქმის მოგება არის იმ შრომის შედეგი, რომელიც დაკავშირებულია შენს შემოქმედებასთან, რაც ბედნიერებით ტკბობის სიამოვნებას განიჭებს.

როგორ ფიქრობთ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო?

ამასთან დაკავშირებით ყველა საუბრობს როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო რასაც ვეთანხმები სრულიად და ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ცხადია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური და სხვა. მაგრამ მინდა ვთქვა კონკრეტულ მაგალითზე 10 დღის უკან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელზე თავდასხმაში და სასჯელს ითვალისწინებს ბრალდება 7 დან 11 წლამდე 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლა, ამას ავღნიშნავ რადგან ეს იყო პრეცედენტი და პრაქტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, აბსოლიტურად სწორად და ობიექტურად შეაფასა მოცემული გარემოებები, სწორედ ასეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და მოსამართლეც.

რამდენად რთულია ადვოკატის პროფესია?

როგორც ზემოთ ავღნიშნე რთულია და დიდი პასუხისმგებლობაა, შესაძლებელია ადვოკატის შეცდომით ან უმოქმედობით მრავალი წელი ციხეში გატარება მოუწიოს ადამიანს, ან სამოქალაქო სამართალწარმოებაში დიდი ზიანი მიადგეს, განსაკუთრებით რთულია ჩვენს ყოფიერებაში, როდესაც ამდენ უსამართლობას აწყდები და გიწევს ბრძოლა სამართლიანობისათვის, ეს არის პროფესია სადაც მუდმივად ბრძოლაში უნდა იყო.

როგორი გრძნობა საზოგადოების აღიარება? 

ბუნებრივია სასიამოვნო, როდესაც ხედავს საზოგადოება, რომ შენ შენი პორფესიული საქმიანობით იბრძვი სიმართლისა და სამართლიანობისათვის, ადამიანების დარღვეული უფლებების აღდგენისათვის.

რა პრინციპები უნდა ამოძრავებდეს ადვოკატს?

ადვოკატი აუცილებლად უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პრინციპული, ბრძოლის უნარიანი, შეუვალი, ეს ყველაფერი აუცილებელია რადგან კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა ეფუძნებოდეს ნდობას, რაც ადვოკატისათვის პროფესიული ვალდებულებაა

CATEGORIES
TAGS
Share This