სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ადამიანის ცხოვრებაში

სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ადამიანის ცხოვრებაში

ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენის მთავარი მისია, ყველა საქმის სიყვარულით კეთებაა. სწორედ სიყვარულია წარმატების საწინდარი – მარინე ტაბატაძე

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმარტება და სფეროს განვიტარებასა და ხელსეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პერსონას ერთერთი მნიშვნელოვანი ჯილდო ,,პერსონა განათლების განვიტარებისა და ხელშეწყობისთვის“ გახლავთ, რომელსაც წელს პედაგოგი მარინე ტაბატაძე მიირებს რეალინფო ქალბატონ მარინე ტაბატაძეს გაესაუბრა.
ნარინა ტაბატაძე: ჩვენი მოსწავლეების მისწრაფებები, მათი ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული და მრავალფეროვანია. ჩემმა მრავალწლიანმა პედაგოგიურმა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მოღვაწეობამ მაჩვენა, რომ ფორმალური და არაფორმალური განათლების ერთობლიობით მეტი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ჩვენი მოსწავლეები სკოლიდანვე ეზიარებიან სამოქალაქო განათლების საფუძვლებს და მათი მისწრაფებების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულნი.
მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიული პრინციპები, ქველმოქმედება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრადიციებზე აღზრდა, შრომა, ტოლერანტობა_ ღირსეული და მშვიდი ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა.

სკოლის როლი მოზარდის ჩამოყალიბებაში?

სკოლის როლი განუსაზღვრელად დიდია ადამიანის ცხოვრებაში. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის და ხელმძღვანელისთვის პრიორიტეტი მოსწავლეა. ვცდილობ ვიყო კარგი მენეჯერი, რომელიც კოლეგებთან, მოსწავლეებთან , მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობით საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნის. წარმატებული სკოლა კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდის უმთავრესი პირობაა. ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენება, მზრუნველი, უსაფრთხო და მამოტივირებელი გარემოს შექმნა სკოლის ხელმძღვანელის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმებია.
ჩემი ძირითადი მიზანია შევქმნა წარმატებული სკოლა, სადაც ნებისმიერი მოსწავლე, მიუხედავად ოჯახური გარემოსი, შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებასა და მაღალ აკადემიური შედეგების მიღწევას.
ნებისმიერი ორგანიზაციის , მათ შორის სკოლის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს, თუ ვინ და როგორ მართავს მას. ჩემი პირადი წარმატებები მოტივაციას ზრდის როგორც კოლეგებში, ასევე მოსწავლეებში.
სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის რა როლი აკისრია პედაგოგს?
თანამედროვე გამოცდილება ცხადყოფს, რომ წარმატებულები არიან სკოლები, სადაც არსებობს ბევრი ლიდერი, ანუ არსებობს გუნდური მართვა. სკოლის დირექტორი არ არის ერთპიროვნული ლიდერი, არამედ ლიდერთა ლიდერია. დირექტორი ფუნქციებს ანაწილებს, რაც მოტივაციასა და პასუხისმგებლობას ზრდის.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მზაობა, განათლებული და კულტურული მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.

რას ნიშნავს თქვენთვის სკოლა?
სკოლა ჩემთვის ოჯახია, სადაც დიდ დროს ვატარებ. თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი კი ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრია. სკოლაში სუფევს მეგობრული და პოზიტიური განწყობა,რითაც ვეხმარებით მოსწავლეებს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
ჩვენი სკოლის ძირითადი მახასიათებლებია ეფექტური კომუნიკაცია, კოლეგიალობა, თანამშრომლობა, აღიარება, წესრიგი, წახალისება, დისციპლინა, სიტუაციის ცოდნა, ფოკუსირება, მოქნილობა, სკოლის კულტურასა და რესურსებზე ზრუნვა, სამართლიანობა, რომლებიც თანმდევი პროცესებია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თითოეული მოსწავლის სწორად აღზრდა, განათლებისკენ სწრაფვა, პიროვნებად ჩამოყალიბება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება, მოზარდის ჰარმონიული განვითარება, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეების აღზრდა.

როგორი მომავალი თაობა მოდის ტქვენი აზრით?
მიხარია, რომ მოტივირებული და განვითარებული მომავალი თაობა მოდის. დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სტანდარტული განათლება, რომელიც მოქცეულია ერთი გაკვეთილის ჩარჩოში, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეეში სკოლის შემდგომი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განვითარებას.
მასწავლებლები ვცდილობთ, მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და დაგროვებას, რომლებიც მათ ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვაში გამოადგებათ. სწორედ ამგვარი მიდგომის დამსახურებაა, რომ არ ვიღლები მათზე ზრუნვითა და ცნობიერების ამაღლებით. ისინი ხომ ჩვენის საიმედო და ღირსეული მომავალია.

CATEGORIES
TAGS
Share This