ომს თავის კანონები აქვსო , მაგრამ მშვიდობაში ” კოხტაპრუწებს” რატომღაც ყველა და ყველაფერი ავიწყდებათ!… ირმა აბარდნიშვილი გორის საკრებულოს წევრი

ომს თავის კანონები აქვსო , მაგრამ მშვიდობაში ” კოხტაპრუწებს” რატომღაც ყველა და ყველაფერი ავიწყდებათ!… ირმა აბარდნიშვილი გორის საკრებულოს წევრი

გირის მუნციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც რვა აგვისტოს ომს უძღვნის.

ირმა ამბარდნუშვილი: ჩემი ომი! ომი უფრო ადრე დაიწყო..
ჯარისკაცებით სავსე მანქანები ცხინვალისკენ მიდიოდა კოლონებად, ყველა შემსწრე თვალებში ჩამდგარი ცრემლით ცას , ღმერთს შესთხოვდა მათ სიცოცხლეს ..ისინი კი იღიმებოდნენ და ხელს გვიქნევდნენ…
სამსახურში ყველამ ვიცით რომ ომი დაიწყო , რომ მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლებია, სირენების უწყვეტი სიგნალებით დაჭრილების შემოყვანა დაიწყეს..ჩვენი თანამშრომლების ამბავი არ ვიცით, სიგნალი გათიშულია..მოულოდნელად ერთერთმა დამირეკა..
– ცოცხალი ხარ ?- მივაყარე კითხვები
– წადით სამსახურიდან..ჩვენ ვერ დავბრუნდებით..ინტენსიურად ვიბომბებით..
მაინც ვერ წავედით სახლში..უხმოდ ვისხედით..ჩამოგდებულმა ბომბმა ადმინისტრაციული შენობა შეაზანზარა..პანიკა დაიწყო..ყველა გარბის..
მე, მალხაზი მირუაშვილი, ვაკო არღუთაშვილი, თამრიკო შოშიაშვილი კიბით დაბლა დავეშვით, ერთხმად იდეა მომიწონეს სისხლის ჩასაბარებლად გავიქეცით …ჩემდა გასაოცრად ათიოდე კაცი დაგვხვდა იქ მხოლოდ..
სამსახურში გავაგრძელეთ სიარული..ყველა გარბოდა პატრიოტები გადამალულ იარაღით და ტყვია – წამლით სახლებში ისხდნენ …ისიც მახსოვს ინტენსიური დაბომბვის დროს ქუჩაში მოვრბოდი, მეზობელმა ავტომატი გამოიტანა და თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნა..ცოცხალი აღარ არის, მისი გააფთრებული სახე არ მავიწყდება..არც ქალაქი არ დატოვა..მას მერე გამიჩნდა მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა..
დილით ჩვენ სარდაფში სადაც ღამეს ვათენებდით სამეზობლო ნათესავი ჩამოვარდა
– გაიქეცით, გორს მოადგნენ..მე ჩემს მეგობარ სამხედრო ექიმს თამუნა იაშვილს დავურეკე..
– გადი ქალაქიდან..დაჭრილები ბაღებიდან გამოგვყავს..კავშირი გაწყდა..
თამუნას დეიდაშვილი და ჩემი მოსწავლე გიორგი მურადაშვილი დაბომბვას შეეწირა..დედისერთა ბიჭი მშობლიურ სოფელში სასწრაფოდ დამარხეს , დედის მიერ საპატარძლო კაბისთვის ნაყიდ ცისფერ მაქმანებიან საკაბეში…გიორგი გარდაცვლილი მამის დაბადების დღეს დაიღუპა…საშინელი ბედისწერაა დედისთვის..
ჩემი უნიჭიერესი და ზეპატრიოტი ექიმი თამუნა თავდაცვის სამინისტრომ უცერემონიოდ გაათავისუფლა ოთხი წლის უკან..წინა ხელისუფლების დროს ყოფილა დანიშნული..სახლი ბანკის ვალით ჰქონდა ნაყიდი და ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში..
ომს თავის კანონები აქვსო , მაგრამ მშვიდობაში ” კოხტაპრუწებს” რატომღაც ყველა და ყველაფერი ავიწყდებათ!…

გაგრძელება იქნება

CATEGORIES
Share This