აჭარაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ტურიზმის მიმართულება ლიდერობს – ლაშა ხახუტაიშვილი

აჭარაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ტურიზმის მიმართულება ლიდერობს – ლაშა ხახუტაიშვილი

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტი ტრადიციულად წლის ბოლოს გაიმართება სადაც გრანდიოზულ წვეულებაზე შერჩეულ პერსონებს პერსონა 2021 -ის ტიტულები და ოფიციალური დიპლომები გადაეცემათ.მანამდე კი ჩვენ წარმოგიდგენთ პროფესიული კოლეჯ ახალი ტალღის დირექტორს, აჭარის ბარმენთა ასოციაციის დამფუძნებელს ბატონ ლაშა ხახუტაიშვილს რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც კოლეჯის ,, ახალი ტალღის ” შესახებ დავუსვით კითხვები.რა არის თქვენი და თქვენი წარმატების ფორმულა?

ჩვენი წარმატების ფორმულაა მუდმივი ზრუნვა კოლეჯის განვითარებაზე, ამასთან დაკავშირებით მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს, ვაკვირდებით და ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად ვართ ჩართულები, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი, თანამშრომლების და საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან აქტიური თანამშრომლობა როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ვფიქობ ეს ყველაფერი გვეხმარება ვიყოთ წარმატებულები და მუდამ მოწოდების სიმაღლეზე…
რა კეთდება რეგიონში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის?პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მათ შორის: ღია კარის დღეები, ვიზიტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გასვლითი ღონისძიებები, მოსახლეობასთან შეხვედრები ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურებთან ერთად, ბიზნეს ფორუმები, გამოფენები, მასმედიასთან აქტიური ურთიერთობა, სოციალური ქსელებით მუშაობა, ასევე ვმონაწილეობთ ნებისმიერ ღონისძიებაში ეს იქნება რეგიონალური, გასვლითი თუ საერთაშორისო. ახლა პანდემიის გამო მოგეხსენებათ შეზღუდვებია, მაგრამ იმედი გვაქვს მალე ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს…

ძირითადად რომელ პროფესიულ პროგრამებზეა მოთხოვნა?

რეგიონის ლოკაციიდან გამომდინარე აქტუალურია ტურიზმის მიმართულება, თუმცა არანაკლებია სამშენებლო მიმართულება, აგრარული მიმართულება ამ კუთხით დასაქმების მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტია..რა გამოგარჩევთ სხვა სსპ პროფესიული კოლეჯებისგან და რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა თქვენი კოლეჯი?ვფიქრობ აქ ჩვენი პროგრამების მრავალფეროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ შორის დუალური, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, ტრეინინგ-კურსები, ინტეგრირებული სწავლება, გაცვლითი პროგრამები, ასევე გვაქვს ფილიალი ზემო აჭარაში, კერძოთ ხულოში, პანდემიიდან გამომდინარე დროებით შეჩერებულია ჩვენი ტრეინინგ-ცენტრების მუშაობა ანაკლიაში, ზუგდიდსა და ბათუმში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი სტუდენტებისათვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, ამისათვის კოლეჯს გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გვაქვს ევროპულ სტანდარტებზე მორგებული თანამედროვე კლას-ლაბორატორიები, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმშია, გვაქვს სიმულატორები, გვყავს შესაბამისი კვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლები… ვფიქრობ ეს ყველაფერი საინტერესოს და მომხიბლველს ხდის ჩვენს კოლეჯს და შესაბამისად ავტორიზებული ვართ თითქმის 1200 პროფესიულ სტუდენტზე.ყოველი ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ პროფესიული განათლებით დაინტერესებულმა პირებმა არჩევანი უნდა შეაჩერონ „ახალ ტალღაზე“, ჩვენი მისიაც სწორედ ასე ჟღერს „თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა“

CATEGORIES
TAGS
Share This