,,მოᲗმენილი სიყვარული” – პოეტი ნაᲗია ხადური ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

,,მოᲗმენილი სიყვარული” – პოეტი ნაᲗია ხადური ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

,,უდაბნოელი” ამ ფსევდონიმიᲗ პოეტს ყველა იცნობს,  ის ამბობს, რომ სიყვარული მისᲗვის უფლის ᲫᲦვენია და ამიტომაც მისი ყველა ლექსი დიდი სიყვარულის გრᲫნობიᲗ გახლავᲗ გამსᲭავლული. უდაბნოელ პოეტს ნაᲗია ხადური ქვია, მის ლექსებს ყველგან ნახავᲗ , ლექსებს რომელსაც ქმნის ყველა მკიᲗხველᲨი განსაკუᲗრებულ ემოციას იწვევს.  რომანებსაც წერს ორი რომანი უკვე გამოსცა, მაᲗ Შორის ერᲗი ინგლისურ ენაზე.

პოეტი და პროზაიკოსი ნაᲗია ხადური ხალხის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულიᲗ დაჯილდოვდება.

რეალინფომ პოეტᲗან ინტერვიუ Ჩაწერა.

რას გრᲫნობᲗ როცა ლექსებს წერᲗ?

ვგრძნობ, რომ ჩემი სულის სამყარო გამომაქვს გარესამყაროსთან სასაუბროდ

მუზა რომელიც Შემოქმედს გხდიᲗ?

მუზას მე ვარქმევ სულში აღზევებულ შინაგან სამყაროს, რომელიც პირდაპირპროპორციულია შენივე ინტელექტისა. ჩემს ლექსებს, რომლებსაც ადრესატი არ ჰყავს ისეთივე მაღალი მგრძნობელობის არის, როგორც კონკრეტულად დაწერილი ლექსი. ამიტომ ვამბობ, რომ მუზა ჩემი, საკუთარი სულის ძერწვა არის ჩემივე ნაგრძნობით- მეთქი.

არაᲩვეულებრივი რომანების ავტორი ხარᲗ… მოგვიყევიᲗ მაᲗზე..

მადლობა უპირველესად ამგვარი შეფასებისთვის. აქაც შემიძლია აღვნიშნო ჩემი შინაგანი სამყარო. ის მოვლენები თუ ფაქტები, რომლებიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში არა, იმ ფორმით, არამედ, თუ როგორ ხედავდა მას ჩემი “გულისთვალები”. როგორი იყო ჩემი წარმოსახვა ამ ეპიზოდების მიმართ და რა მტკიოდა და მიხაროდა იმ კონკრეტულ მომენტში. არასრულწლოვან ასაკში ჩემმა გათხოვებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ფუნდამენტური მიდგომები ურთიერთობებთან და ამას თუ დავამატებთ ჩემს ბავშვობიდან ძლიერ სიყვარულს მხატვრული ლიტერატურისას, მივიღებთ იმას, რაც დღეს დავწერე… მიხარია, რომ მილიონი შეფასებიდან ყველა ემოციურად ძლიერია დადებითი თვალსაზრისით. და, რომ მათ შორის არცერთი არის უარყოფითი შეფასება.. მოკლედ, ვწერ ჩემს მიერ აღქმულ ცხოვრებისეულ ნაფიქრზე, იმ ინტელექტუალური შესაძლობლობით, რომელიც არის ჩემს პიროვნებაში

როგორი გრᲫნობაა როცა Თქვენს ლექსებს სხვები კიᲗხულობენ?

განსაკუთრებული… ამ დროს ისეთი ემოციით ვივსები, ჯერაც რომ ვერ დავარქვი სახელი.

რომანტიკოსი ხარᲗ?

ალბათ კი… თუმცა ვფიქრობ, რომ რომანტიკა წლებთან ერთად “კარგად გააზრებულ სინამდვილეში” გადადის და უფრო მგრძნობელი ხდება.

რა არის ᲗქვენᲗვის სიყვარული…

სიყვარული არის ღმერთის ძღვენი, რომლის აღქმის უნარიც სწორედ იმ ადამიანებს ეძლევათ, ვინც ღვთის მადლით იმოსება… სიყვარული მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ შეგიძლია მატერიის გარეშე გიყვარდეს ვინმე. დღეს ყველა სიყვარულზე თავდადებული გმირია, თუმცა, მალევე ცვდება “რაღაცეებზე” დაფუძნებული სიყვარული და ხელში შეგვრჩება ხოლმე ურთიერთობის ფიტული, რომელსაც არაფერი გააჩნია ღირებული. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის სიყვარული სულიერი მდგომარეობა არის, რომელიც ემიჯნება მატერიას.

ფსევდონიმი გაქვᲗ უდაბნოელი. მოგვიყევიᲗ ამაზე…

დიახ, უდაბნოელი… ისე, ექსპრომტად მოხდა, რომ არც კი გამიმახვილებია ყურადღება მის დეფინიციაზე. ანუ, მინდოდა მქონოდა ჩემი შემოქმედებითი ფეისბუქგვერდი, სადაც დავწერდი უშუალოდ. დღემდე ასეც არის. აქ ვწერ ყველაფერს. მალევე შეიყვარა საზოგადოებამ “უდაბნოელი”. ამის შემდეგ დავწერე ჩემი პირველი რომანი და მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკუთარი სახელი, წიგნს მაინც “უდაბნოელი” დავარქვი. და გადავწყვიტე, რომ რამდენი წიგნიც არ უნდა დავწერო ყველა “უდაბნოელი” იქნება თავის საკუთარი სახელებით. მაგალითად, “უდაბნოელი 2” არის ჩემი მეორე რომანი და მისი საკუთარი სახელი არის “იერუსალიმამდე”. “უდაბნოელი 3” არის პოეზიის კრებული. ახლა ვმუშაობ “უდაბნოელი 4-ზე”, რომელსაც სახელი კი დავარქვი, მაგრამ კიდევ ვფიქრობ. რადგან ჯერ სრულად უნდა დასრულდეს რომანის შინაარსის წერა და შემდეგ დაერქვას სახელი. თუმცა, პირველ რომანს ზუსტად ათი წლის წინ დავარქვი სახელი. ანუ, ზუსტად ვიცოდი, რომ წლების შემდეგ დავწერდი წიგნს და მას “მოპარული ვნება” ერქმეოდა. მოკლედ, არ გამაჩნია სტანდარტები და ჩარჩოები. რასაც გული მეუბნება იმას ვწერ. ზოგჯერ ეს ჩარჩოებს გარეთაც გადის ხოლმე. მაგრამ, რადგან მე არ მაქვს ტიტულებზე და რეგალიებზე პრეტენზია შესაბამისად არ ვექვემდებარები “წესდებას”… თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემს მეორე რომანში შევიტანე ოცდაშვიდი ლექსი თავისთავად ნიშნავს ინდივიდუალიზმს… (მე ხომ მწერალი არ ვარ).

ახალ კრებულს ამზადებᲗ გამოსაცემად როდის იხილავს მკიᲗხველი?

უკვე გამოიცემოდა, რომ არ ვზარმაცობდე… ბირთვი მზად არის. მაგრამ, რაღაც არ უნდა გულს ჯერ… რაღაცას ელოდება… რაღაცას ვერ ამბობს… ჰოდა, ცოტა დრო მივცეთ… რა ვიცით რა დაიბადება მის წიაღში… გულსაც ჭირდება ხოლმე თავისუფლება საღი განცდებისთვის. ძალდატანებული უძალოა ყველაფერი, მათ შორის “მოთმენილი სიყვარულიც”… აჰა, გაგიმჟღავნეთ მესამე რომანის სახელიც…

CATEGORIES
TAGS
Share This