ნომინაციაში „წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ წარდგენილია დიანა ჯალაღანიას  ბრენდი „DI SHINE”

ნომინაციაში „წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ წარდგენილია დიანა ჯალაღანიას ბრენდი „DI SHINE”

ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში „წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ დიანა ჯალაღანიას და მის მიერ დაარსებულ თავის მოვლის  ნატურალური საშუალებების ბრენდს „DI SHINE“.

https://www.facebook.com/Di-Shine-102647905329535

DI SHINE love at first touch… DI SHINE – ეს ერთი შეხებით სიყვარულია…“ – ასე ახასიათებს საკუთარ ბრენდს ქალბატონი დიანა.

ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქცია ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს სიყვარულს პირველივე გამოყენების შემდეგ . მომხმარებელთა დადებითი რეკომენდაციები და მათ მიერ „დი შაინის“ პროდუქციის არაერთხელ შეძენა ამის ყველაზე ნათელი დასტურია.

ქალბატონმა დიანამ მეორე წელია რაც საკუთარი ბრენდი დააფუძნა, რომელიც 100%-ით ნატურალური პროდუქციაა. სწორედ ხარისხმა განაპირობა ის, რომ ამ საკმაოდ მოკლე დროში ბრენდმა მყარად მოიკიდა ფეხი ბაზარზე და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელიც დააგროვა.

ამბობს, რომ ბრენდის დაარსებამდე სრულიად სხვა სფეროში მიიღო განათლება და სხვა პრიფესიით საქმიანობდა. დაამთავრა საგუნდო სადიროჟოროფაკულტეტი, საიუველირო (ტიხრული მინანქარი) და სულ ცოტა ხნის წინ დაეუფლა საექთნო საქმე ბიდისიაკადემიაში. მიუხედავად მრავალმხრივი  საქმიანობისა, მიაჩნია, რომ მისთვის საკუთარი ხაზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მთავარი საქმეა.

DI SHINE – არის ჩემი განსაკუთრებული, პირადი საქმე,რომელიც ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ბევრიკმაყოფილი მომხმარებელი მყავს. ჩემთვის პრიორიტეტი იყო ის რომ პროდუქცია უნდა ყოფილიყო100 % ნატურალური და გამოყენებისას ჰქონოდა საოცარი შედეგი და მე ეს შევძელი.

ამბობს, რო ყოველთვის აქტიური იყო და ოჯახის, ბავშვების ყოლის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა, ჰქონოდა საკუთარი საქმე.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პირადი საქმემქონდეს. ვიყო განვითარებული და წარმატებული. ვფიქრობ, რომ მთავარია მონდომება, კარგისტრატეგია და ის, რომ გიყვარდეს რასაც აკეთებ. თუაკეთებ, უნდა მთელი სიყვარული ჩადო შენსსაქმიანობაში.

მიაჩნია, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოსგანვითარებული და ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს:

ყოველთვის საჭიროა განვითარებაზე ზრუნვა. ასეთ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება არ იქნებაერთფეროვანი და, რაც მთავარია, ეს არის საუკეთესომაგალითი თქვენი შვილებისთვის.

საკუთარ მთავარ მიღწევად საკუთარი ბედნიერი ოჯახიმიაჩნია და ასევე ის, რომ მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ იყოს მუდმივად აქტიური და მუდმივ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირებული.

მიხარია, რომ მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი მქონდაცხოვრებაში ჯამრთელობის მხრივ,მე მაინცაღმოვაჩინე ჩემშ ის ძალა და ენერგია, რომ ისევგავაგრძელო აქტიური ცხოვრება და საკუთარი ძალებით მივაღწიო ყველა დასახულ მიზანს.

მიაჩნია, რომ ქალის როლი საზოგადოებაში შეუფასებელია და ყველა ქალს უნდა მიეცეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება.

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარ საქმიანობაში, დიანა ურჩევს, რომ არასოდეს შეწყვიტონ განვითარება:

ყოველთვის აუცილებელია განვითარება ნებისმიერასაკსა თუ სფეროშიეს შეიძლება იყოს სწავლა, მცირე ბიზნესი და ასე შემდეგ. დიდი შეცდომა იმაზე ფიქრი, რომ შენი საქმის დასაწყებად დიდი სახსერბია საჭირო. ეს ასე ნამდვილად არ არის.კიდევერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია მონდომება, თორემ ყველაფრის მოფიქრება და განხორციელებაა შესაძლებელი.

წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ ყველას.

CATEGORIES
Share This