„წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“-მილენა კუპრავა
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში„წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“წარმოგიდგენთ პერნამენტული მაკიაჟის, „მეიქაფისა“ დაწამწამების დაგრძელების სპეციალისტს,მილენა კუპრავას.
მილენა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლებასაკმაოდ პატარა ასაკში, ოჯახისა და შვილების მოვლისპარალელურად არასოდეს გაჩერდე, დაისახო მიზანი დამუდმივად იმუშაო თვითგანვითარებაზე ამ მიზნისმისაღწევად.
სასურველ პროფესიებში დახელოვნების შემდეგდააფუძნა საკუთარი აკადემია, რომელიც „Milenas Academy“–ს სახელით პოზიციონირებს და თავადვეგახლავთ ტოპ მასტერი.
https://www.instagram.com/milenas_academy/…
MILENAS ACADEMY – ში მომხმარებელს სთავაზობენშემდეგ პროცედურებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციისგამოყენებით:
– წამწამების ღეროვან დაგრძელებას,
– პერმანენტულ მაკიაჟს,
– საღამოს მაკიაჟს.
ასევე აკადემიაში შეგიძლიათ საფუძვლიანადშეისწავლოთ ზემოთ ჩამოთვლილი, დღეისათვის ყველაზემოთხოვნადი პროფესიები და გახდეთ სერტიფიცირებულისპეციალისტი.
„მე ვარ მილენა კუპრავა აფხაზეთიდან.“– სწორედსაკუთარი სამშობლოს, ყველასათვის უსაყვარლესი დამტკივნეული თემის – აფხაზეთის ხსენებით იწყებს მილენასაკუთარი თავის წარდგენას და მისი მიზნებიც სწორედსაკუთარ კუთხეს უკავშირდება:
• ჩემი სამომავლო მიზნები ჩემს აფხაზეთს უკავშირდება. დიდი სურვილი მაქვს და მიზნად მაქვს დასახული, MILENAS ACADEMY-ის ერთ–ერთი ფილიალი მშობლიურკუთხეში გავხსნა. იქ მცხოვრებ ქართველ და აფხაზქალებს მივცე შესაძლებლობა, დაეუფლონ ყველაზემოთხოვნად პროფესიას, განვითარდნენ და მიაღწიონმწვერვალებს.
ამბობს, რომ იმ საქმეში, რასაც აკეთებს მთელს მისრესურსს დებს და შესაბამისად, ეს ყოველივე შედეგზეცაისახება: მან შექმნა აკადემია, რომელსაც უამრავიკმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
• ვთვლი, რომ ყველა ქალი იმსახურებს იყოს ლამაზი დავცდილობ, მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოშევქმნა. პირველ რიგში, მაღალ ხარისხზე ვარორიენტირებული, როგორც მომსახურების, ისე თავადგამოყენებული პროდუქციის კუთხით. უზომოდ ვარშეყვარებული ჩემს საქმეზე, სულს და გულს ვდებ მასში დაშესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს.
მიიჩნევს, რომ საკუთარ პროფესიაში ეხმარება ის, რომქალია, რადგან ზუსტად შეუძლია გაიგოს, რა სურთ მასთანმისულ ქალბატონებს.
• მიხარია, რომ ქალი ვარ, რადგან მივიჩნევ, რომნებისმიერ სფეროში ქალს არანაკლები შეუძლია, ვიდრემამაკაცს, ეს იქნება წარმოება, ინოვაცია,მომსახურებისსფერო, სპორტი ან თუნდაც სამხედრო სამსახური. სილამაზის და ესთეტიკის სფეროში კი, სწორედ ჩვენ , ქალები ვართ წამყვანები.
• იმის გარდა, რომ ვარ წარმატებული ჩემს სფეროში, ვარმოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედა.
მთავარ მიღწევებს შორის რამდენიმე პუნქტს გამოყოფსდა ამბობს, რომ ყველა მათგანი მისთვის თანაბრადმნიშვნელოვანია:
• საკუთარი თავი – მიყვარს , პატივს ვცემ, მჯერა ჩემიშესაძლებლობის. მადლიერი ვარ საკუთარ თავისგამბედაობისთვის და იმისთვის, როგორი ცხოვრებითაცვცხოვრობ.
• ჩემი ოჯახი – მეუღლე და შვილები. ჩემი მეუღლე ყველაზეკარგი ანარეკლია ჩემი განვითარების. მას შეუძლიადამანახოს თუ როგორი ძლიერი ქალი შემიძლია ვიყო. მადლიერი ვარ მისი.
ჩემი შვილები – ყველაზე დიდი ახდენილი ოცნებაა, ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
• ჩემი და – ყველაზე ძვირფასი დანატოვარი და საგანძურიმშობლებისგან, ჩემი იმედი და მოტივაცია.
• ჩემი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ჩემი გუნდი–თითოეული მათგანი ჩემი ნაწილია ნაწილია ყველაფერში, ისინი არიან ჩემი სტიმული, ჩემი განვითარებისხელშემწყობნი, ჩემი სიამაყე….
• ჩემი მასწავლებლები–თითოეული, ვინც მომცა ცოდნა დაშესაძლებლობა, გავხდე უფრო ცნობილი და წარმატებული.
ამბობს, რომ მიუხედვად იმისა, რომ ქალებს სუსტ სქესადმიიჩნევდნენ, საბედნიეროდ, ეს შეხედულება თავადქალებისვე მონდომებით შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები კიდევ დარჩა, ქალთა სიძლიერე , შესაძლებლობები და უნარები ეჭვს აღარ იწვევს. გამოწვევებს კი ერთობლივი ძალებით აუცილებლადგავუმკლავდებით.
• ჩვენ ქალებს შეგვიძლია ყველა ოცნება რეალობადვაქციოთ, ყველა სურვილი ავისრულოთ და დავტკბეთცხოვრებით.
ქალებს, რომლებიც ახლა დგანან მიზნისკენ მისაღწევგზაზე, ურჩევს:
• არსებობს მცდელობების რაოდენობა და საბოლოოწარმატება. აქ მახსენდება მაიკლ ჯორდანის სიტყვები: „ცხოვრებაში მე ვმარცხდებოდი, ისევ და ისევ, ისევ დაისევ და ამიტომ ვარ წარმატებული“.დაიჯერეთ საკუთარითავის და შესაძლებლობის! დაიჯერეთ, რომ შეძლებთ დასამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენსასურველი მიიღოთ!