ჰესის მშენებლობას შეეწირა თერგი-ახლა სუფსის ხეობის ჯერია
ჰესების მშენებლობა, საქართველოში, რომ პრობლემაა ამაზე არავინ დაობს, სახელმწიფოს პრიორიტეტი კი, ჰესების მშენებლობაა ქვეყანაში და საკუთარი ელექტრო ენერგიის გამომუსავებაა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათამდე ჰესის მშენებლობა სუფსის ხეობაშიც იგეგმება.
რა გამოწვევების წინაშე დგას გურიის მოსახლეობა, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები ექნება მომავალში ამ ჰესებს, ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “გურულები რეგიონებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალბატონი ნათია შათირიშვილი გვპასუხობს.
_ქალბატონო ნათია, რამდენად მწვავედ დგას ჰესების მსენებლობა გურიაში, რომელიც სუფსის ხეობაში იგეგმება?
_ექსპერტების გათვალისწინების გარეშე, მეცნიერული დასკვნების უგულველყოფით ქვეყნის მასშტაბით როგორც მოგეხსენებათ დაწყებულია ჰიდრორესურსების მშენებლობა, სამწუხაროდ საქართველოში ჰესების მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიმდინარეობს. რაც საგანგაშოდ მიიჩნევა და უკვე არაერთხელ აღინიშნა.
ჰესის მშენებლობას შეეწირა თერგი, ვიცით რა ხდებოდა სვანეთში. ამჯერად კი სუფსის ხეობის ჯერი დადგა, რომელიც გურიის რეგიონში სურების მთებში იღებს სათავეს. იგი თავისი განუმეორებელი ლანდშაფტით უნიკალურია. ჰესის მშენებლობა შეუქცევად გავლენას მოახდენს მდინარეზე მათ შორის დაცულ ნაკადულის კალმახზე. ასევე მშენებლობის შედეგად ზიანი მიადგება და განადგურდება რეგიონში რამოდენიმე სოფელი რაც სავალალო შედეგს გამოიწვვს.ფაქტობრივად სუფსის და გუბაზეულის უმშვენიერესი ხეობები განადგურდება .
_რა მოსაზრება აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას?
_რეგიონის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი ჰესების მსენებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინფორმაციის სიმწირე, ასევე არიან ხელმოკლენი და მათ გარკვეული სიკეთეების კეთების სანაცვლოდ ითანხმებენ.ფაქტიურად უნამუსოდ ყიდიან ხეობას.
_წარმოგიდგენიათ სუფსის და გუბაზეულის მილში მოქცევა?
_ეს უკვე დანაშაულია… ინვესტორები მოგების მისაღებად მდინარეებს მაქსიმალურად იყენებენ რაც ბუნებიისთვის საფრთხის შემცვლელია და დიდი კატასტროფის მომტანი ეკო სისტემისთვის.
_რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას აღნიშნულა ჰესებმა?
_ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს დაასაქმებენ ისიც დროებით და დაბალ ანაზღაურებად მუშებად.
_რა აუცილებელი დეტალებია ჰესების მშენებლობის დაგეგმისთვის გასათვალისწინებელი?
ჰესების მსენებლობის დაგეგმისთვის აუცილებელია წყლისა და მყარი ნატანის კვლევების წარმოება, რაც ან არ არსებობს ან წლების წინანდელია. შესაბამისად არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია რა რაოდენობის წყლის აღება იქნებოდა ოპტიმალური გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული თვალსაზრისით. სამწუხაროდ არავინ უხსნის მოსახლეობას რა უარყოფითი თვისებები აქვს ჰესებს მოსახლეობისთვის და გარემოსთვის. როგორც ჩანს საქართველოს ვერცერთი კუთხე ვერ აცდება გარემოს განადგურებას. დიდი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას რეგიონი.
ჩვენ, არასამტავრობო ორგანიზაციები ვცდილობთ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია საზოგადოებას და უარი ვუთხრათ ჰესების მშენებლობას იმ ადგილებში სადაც მისი მშენებლობა ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. საკითხი უნდა გადაწყდეს ხეობის და იქ მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, ვინც მხარს არ უჭერს ჰესების მსენებლობას. მათი ნების გამოხატვის საფუძველზე მხოლოდ და არა დასინების და შანტაჟის გზით მიღებული თანხმობის სანაცვლოდ. მოდით დაცლის პირას მისულ ხეობას და ისედაც სეჭირვებულ ხალხს ამ თემით ნუ დავუპირისპირებთ ერთმანეთს.
ავტორი: ბარბარე შათირიშვილი