ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ

ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ

,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“, 2015 წლიდან წარმოადგენს ქალთა გაერთიანებას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები არიან გაწევრიანებული.საზოგადოება თავიდან ,,ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ სახელწოდებით მოღვაწეობდა, მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ განიცადა რებრენდინგი და ახლა პოზიციონირებს ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სახელით.

ორგანიზაციის ეგიდით არაერთი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, როგორც სოციალურად დაუცველ და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ისე ზოგადად შშმ პირებისთვის საკვები პროდუქტებით, პირადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარება. ასევე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელზეც ქალბატონმა ლალი მოროშკინამ ბიზნეს პიარისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ ისაუბრა. შეხვდნენ სტომატოლოგებს, რომლებსაც ასევე ქალბატონმა ლალი მოროშკინამ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე – წარმატება საქმეში, პიროვნული ზრდა, კომუნიკაცია სამყაროსთან. გურიაში ესტუმრნენ ჩაის პლანტაციებს, რითაც გაუწიეს პოპულარიზაცია ადგილობრივ წარმოებას.დაესწრნენ ადგილობრივი მეწარმის პლანტაციაში ჩაის დამუშავების პროცესს, ჩაის დაკრეფიდან შეფუთვამდე და დასახეს ადგილობრივი წარმოებისა და ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები. ჩაატარეს კონფერენცია ,,ჩაი მეორე სიცოცხლე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. გორში მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს გაუმასპინძლდნენ საკვებით, რომელიც არ არის ერთჯერადი აქცია.

უკვე 2022 წელს ორგანიზაციამ განიცადა რებრენდინგი და ახლა ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სახელით პოზიციონირებს. გაფართოვდა როგორც სამოქმედო არეალი, ისე წევრთა რაოდენობა, თუმცა ძირითადი პრინციპი რჩება იგივე: ორგანიზაცია გახლავთ აპოლიტიკური და ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერებაზე.ორგანიზაციის პროფილს ასევე წარმოადგენს ქველმოქმედება, სტარტაპერი ქალების ხელშეწყობა, პატიმარი ქალების რესოციალიზაცია, შშმ პირების, მიუსაფარი ქალებისა და ბავშვების, მოხუცების დახმარება და სხვა. დაჯილდოების ღონისძიება, რომელსაც ,,ლიდერ ქალთა საზგადოება“ პერიოდულად სხვადასხვა რეგიონში ატარებს, წარმოადგენს საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ აქტივობას, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში ჯილდოვდებიან წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროებიდან. ისინი ირჩევიან საზოგადოების წევრების რეკომენდაციებისა და სოციალური გამოკითხვების შედეგად. მათ დოსიეს განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 20 სპეციალურად მოწვეული ჟიური. საზოგადოებამ რებრენდინგის შემდეგ უკვე ჩაატარა შვიდი წარმატებული ღონისძიება და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა 100-ზე მეტი წარმატებული ქალბატონი.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ცნობილი ტრენერების მონაწილეობით საქველმოქმედო ღონისძიებებს, მართავს შეხვედრებს ემიგრანტებთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა… ,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ უამრავ აქტივობას გეგმავს უკვე აქტიური და მომავალი წევრებისათვის. ეს ორგანიზაცია ერთი დიდი, ძლიერი ძალაა, რომელსაც ბევრი კარგი საქმის კეთება აქვს მიზნად დასახული.

CATEGORIES
Share This