ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსზე დაკვირვებას 13 ადამიანი გადის -უმეტესობა მილანიდან არის დაბრუნებული

ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსზე დაკვირვებას 13 ადამიანი გადის -უმეტესობა მილანიდან არის დაბრუნებული

პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აივ-შიდსის განყოფილებას ათავისუფლებენ.

როგორც ადგილზე მედპერსონალმა განგვიმარტა, აღნიშნული განყოფილების შენობაში დამატებით ბოქსირებული პალატები განთავსდება, სადაც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსზე ეჭვის მქონე პაციენტებს მოათავსებენ.

მედპერსონალის თქმით, დამატებითი ზომების მიღება მოსალოდნელ მომართვიანობას უკავშირდება. ერთ-ერთმა ექთანმა გვითხრა, რომ წუხელ ინფექციურ საავადმყოფოში 23 ადამიანი მოათავსეს, რომელთაც კორონავირუსზე შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისი თქმით, აღნიშნული პაციენტების უმრავლესობა ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

კლინიკის პრესსამსახურში არ დაგვიდასტურეს წუხელ 23 პაციენტის მიღების ფაქტი.  მათი თქმით, ბოქსირებულგანყოფილებაში ამ დროისთვის, სულ 13 პაციენტია მოთავსებული. ესენი არიან, როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით კი, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 13 პაციენტიდან 9 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ქვეყანაში მილანის რეისით ჩამოფრინდნენ.

კლინიკის ოფიციალური ინფორმაციით, ამ ცამეტ პაციენტს, კორონავირუსი დიდი ალბათობი არ აქვს, თუმცა, დაზუსტებულ პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მოგვიანებით ელოდებიან.

 

CATEGORIES
TAGS
Share This