იურისტთა დასაქმებისა და ხელშეწყობის ფორუმი

იურისტთა დასაქმებისა და ხელშეწყობის ფორუმი

🔵 საქართველოს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ და საქართველოს იურისტთა უმაღლესმა სკოლამ 2025 წლის 7 მაისს თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში, ორგანიზება გაუწიეს იურისტთა დასაქმებისა და ხელშეწყობის ფორუმს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო არაერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, მათ შორის ლიდერ ქალთა საზოგადოება, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია სითიეი და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი. ფორუმმა მოიზიდა როგორც სტუდენტები, ასევე პროფესიონალები იურიდიულ სფეროში.
🔵 საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, ლიდერ ქალთა საზოგადოება და კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია სითიეი-როგორც საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები, რომელებიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და ზრდაზე, შთამბეჭდავი წარდგინებით წარდგნენ დამსწრეთა წინაშე.
🔵 მათ ახალგაზრდა იურისტებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააცნეს და წარადგინეს ვაკანტური ადგილები იურიდიული მიმართულებით.
🔵 ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირ შეხვედროდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და გაცნობდნენ კარიერული განვითარების პერსპექტივებს. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იურიდიული სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, რომლებიც ეძებენ დასაქმების შესაძლებლობებს და პროფესიული განვითარების გზებს.
CATEGORIES
Share This