კორონა ვირუსი თუ ბიოიარაღი – რა იწინასწარმეტყველა ამერიკელმა მწერალმა

კორონა ვირუსი თუ ბიოიარაღი – რა იწინასწარმეტყველა ამერიკელმა მწერალმა

ამერიკულ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა 39 წლის წინ ეწინასწარმეტყველათ, რასაც ნათლად მიუთითებს ამერიკელი მწერლის, დინ კუნთსის ნაწარმოებში გამოთქმული მოსაზრებები ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსზე. 312 გვერდიანი წიგნი, „სიბნელის თვალები“ 1981 წელს დაწერა მწერალმა.

აღნიშნული ნოველის მთავარი სიუჟეტია დამწუხრებული, დადარდიანებული დედა, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს თუ რა დაემართა მის შვილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან ერთად კარვებით სამოგზაურად იყო წასული. იგი მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი ბიჭი, დენი რეალურად ცოცხალია, რომელიც საიდუმლო სამხედრო ბაზეზე იმყოფება პატიმრობაში. ირკვევა, რომ იგი შემთხვევით ინფიცირდება ადამიანების მიერ შექმნილი ბიოარაღისგან, რომელიც გამოიგონეს ჩინეთში, ქალაქ უხანის კვლევით ცენტრში.

ნაწარმოების სიუჟეტში ერთ-ერთი პერსონაჟი საუბრობს, რომ ჩინელი მეცნიერი, ლი ჩენი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც თან ჰქონდა კომპაქტ დისკზე მნიშვნელოვანი ჩანაწერები ახალი ბიოლოგიური იარაღის შესახებ, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს.

წიგნში აღნიშნულ ვირუსს უწოდებენ “უხან 400-ს“, რადგან იგი შეიქმნა ქალაქი უხანის ინფექციათა კვლევით ლაბორატორიაში. პერსონაჟები განმარტავენ, რომ ზემოხსენებული ბიოიარაღი გამოიგონეს ჩინელებმა, რათა გააქრონ ქალაქები ან ქვეყნები ძვირადღირებული სამუშაოების გარეშე.

“ „უხან 400“ ბრწყინვალე იარაღია. ის მხოლოდ ადამიანებს აზიანებს. არც ერთ ცოცხალ არსებას ემართება იგი, გარდა ადამიანისა. იგი როგორც სიფილისი ისე, სხეულს გარეთ ვერ არსებობს 1 წუთზე მეტხანს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად ვერ აბინძურებს სუბიექტს ან კონკრეტულ ადგილებს, ისე როგორც ეს შეუძლია ანტრაქსს ან სხვა ვირუსულ მიკროორგანიზმებს“ – ამბობს ნოველის ერთ-ერთი მოქმედი პირი.

მსოფლიო სოც- მედიაში აქტიურადაა გავრცელებული ე.წ „შეთქმულების თეორია“ , რომლის თანახმადაც კორონავირუსი არ გავრცელებულა ბაზრიდან, როგორც ამას მაღალჩინოსნები აცხადებენ. ცალკეული ექსპერტების თანახმად, კორონავირუსის გავრცელება მოხდა ჩინური ბიოიარაღის ლაბორატორიიდან, რომელიც ცნობილია, როგორც „ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი“. ეს სამედიცინო ცენტრი ეპიცენტრიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.

CATEGORIES
TAGS
Share This