490 კონტაქტი ვირუსით დაავადებულთან – მარნეული და ბოლნისი დაიკეტა

490 კონტაქტი ვირუსით დაავადებულთან – მარნეული და ბოლნისი დაიკეტა

მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდაგადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდნეიმე ათეული ადამიანი. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, მაგრამ ეს ჯერ არფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია.

დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საზოგაოდებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“,- აღნიშნა გახარიამ.

CATEGORIES
TAGS
Share This