პატრიცია დელონი ონლაინ აუქციონს აწყობს , რომლიდანაც შემოსულ თანხას კორონა ვირუსთან მებრძოლ ექიმებს გადასცემს
პატრიცია დელონი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს სადაც მისი ნაუშევრების ონლაინ გაყიდვებზე საუბრობს, რომლიდან შემოსულ თანხას კორონა ვირუსთსნ მებრძოლ ექიმებს გადაურიცხავს.
პატრიცია დელონი: ,,დღევანდელობაში ხატვამ და პოეზიამ, ჩემი ცხოვრების უფრო და უფრო დიდი ნაწილი მოიცვა. ვხატავ განწყობის მიხედვით, ლექსებს ვწერ – შთაგონებით. სოციალური ქსელით საქველმოქმედო აქციას ვაპირებ.
რა მიზანს მოემსახურება ეს საქველმოქმედო აქცია? მსურს, საკუთარი ფერწერული ნამუშევრები ქველმოქმედებას მოვახმარო.
უკვე დავწერე, რომ დღეს ყველას გაუჭირდა (მარტო მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ)! უჭირს ინფექციური საავადმყოფოს ყველა პერსონალს. ისინი 24 საათი შრომობენ… მართალია იღლებიან, მაგრამ არ იმჩნევენ…. ბევრი უძილო ღამე… თავდადებული შრომა… არც ერთ მათგანს პირადი ცხოვრება აღარ ახსოვს. ისინი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან!
უკვე აღვნიშნე, რომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმების ხელფასები მიზერულია…
ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ნახატების ონლაინ-აუქციონი მოვაწყო. ნახატის გაყიდვიდან მიღებული თანხა, ჩვენი გმირი ექიმების სახელფასო დანამატი გახდება, სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს. თანხას კი თქვენ თავად გადარიცხავთ საავადმყოფოს ანგარიშზე.
აქციის მიხედვით, ნამუშევრების შეძენის მსურველებისათვის (ნახატების სასტარტო ფასი 50-300 ლარში მერყეობს), თბილისის მასშტაბით, სურათის მიტანას თავად ვუზრუნველყოფ ჩემი ლექსების ბოლო კრებულის და სასაჩუქრე ბლოკნოტთან ერთად.
ამ მიზნისათვის, არც ერთი ნამუშევარი არ მენანება! თუმცა, მათში ჩემი სულის ნაწილიცაა, ისინი – ქალის „იდუმალი სამყაროს“ ბევრისმომცველ ისტორიებს ატარებენ, რომლებიც სიჩუმით უფრო მეტს გეუბნებიან. თანადგომის ასეთი შეგრძნება მაბედნიერებს. მთავარია, რომ ჩემი ნამუშევრების და იმ ხალხის წყალობით, რომლებსაც ნახატები მოეწონებათ და შეიძენენ, კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი…
ჩემი სახელია სიკეთე, გვარი – გადამდებია!
პატივისცემით, თქვენი პატრიცია დელონი”
მომზადა სოსო კავკავაშვილმა.