აფხაზეთის საავადმყოფოდან  ექიმები გარბიან ლალი მოროშკინა განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის საავადმყოფოდან ექიმები გარბიან ლალი მოროშკინა განცხადებას ავრცელებს

ყოფილი სახელმწიფო მოხელე და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს სადც აფხაზეთში ამ წუთებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. Realino.ge უცვლელად გთავაზობთ .

ლალი მოროშკინა: უტყუარი ინფორმაცია აფხაზეთიდან!
მე, როგორც ყოფილ მინისტრის მოადგილეს კონფლიქტებში მაქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები გალში, გაგრასა და სოხუმში.
სიტუაცია სავალალოა!
საავადმყოფოებიდან გაიქცა მედ.პერსონალი, მათ შორის უპატრონოდ დატოვეს ომის ინვალიდები(ცხადია ჩვენთან ომის)
ჩვენ დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, გვაქვს ადამიანური სიბრალული ყველა ჩაგრულის მიმართ!
მაგრამ!!!!!
ხვალ, ზეგ მოგვაწყდება დიდი ნაკადი ენგურის ხიდიდან,
დიახ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ძმებს და დებს, რადგან მხოლოდ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნება კი არ გვინდა, არამედ ადამიანების გულების…
მაგრამ!!!!
აქ გვაქვს უპრეცედენტო შანსი
დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზეთის ე.წ.მთავრობასთან , მითუმეტეს, რომ არის მზაობის გარკვეული ნიშნები!

CATEGORIES
Share This