კორონა ვირუსისგან 20 გამოჯანმრთელებული და103 ინფიცირებული

კორონა ვირუსისგან 20 გამოჯანმრთელებული და103 ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით სულ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 103-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ https://stopcov.ge/ განახლდა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 114  ადამიანი,  სტაციონარში კი 263 პირი რჩება.

საქართველოში ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი დაიწყება.  21 აპრილამდე კი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

CATEGORIES
TAGS
Share This