ახალციხელი ექთანი ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა
ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
CATEGORIES საზოგადოება