ბათუმში ბიდისი აკადემია შშმ პირებისთვის უფასო ტრენინგებს გამართავს
ბათუმში შშმ პირებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ერთთვიანი უფასო ტრენინგები ჩატარდება.
ბათუმში შშმ პირებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ერთთვიანი უფასო სასერთიფიკატო ტრენინგები ჩატარდება. ტრნინგის ჩატარების ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ევროპული განათლების აკადემია ბიდისის დამფუძნებელს ნათია შათირიშვილს ეკუთვნის.
“ცნობილია, რომ აჭარის რეგიონში სტატისტიკურად ყველაზე მეტი შშმ პირია, ზუტად აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი აკადემიის ბათუმის ფილიალში ერთთვიანი უფასო ინტეგრირებული ტრენინგები ჩავატაროთ შშმ პირებისსთვის და მათი წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის თემატიკა იქნება პირველადი გადაუდებელი დახმარება, შშმ პირების უფლებები, ადაპტირება კომუნიკაცია, შრომითი ხელშეკრულებები და სხვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. ვფიქრობ ეს ტრენინგი შშმ პირებს აუმაღლებს მოტივაციას და მათ საშუალებას მიცემს საზოგადოებაში თავის დმკვიდრების. “ – აცხადებს ნათია შათირიშვილი ჩვენთან საუბარში.
CATEGORIES განათლება