დავით ღვინიანიძე ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიღებს
წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა“ გაიმართება . პროექტის ხმის მიმცემა ბორდმა იმ ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო, რომელთაც ,,პერსონა 2021“ -ის ტიტული სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის გადაეცემათ . ტრადიციულად ბორდი ,,პერსონას“ ტიტულზე ჩენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს დაასახელებს.
გასულ წლებში აღნიშნული ტიტული მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, თემურ წიკლაური, თამარ ივერი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხვები. პროექტის ფარგლებში წარმატებული ემიგრანტი ადამიანებიც ჯილდოვდებიან მათ შორის ,,პერსონა 2021“ -ის ტიტულს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე მიიღებს.
დავით ღვინიანიძე – მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული საოპერო მომღერალი – ბარიტონი, ქველმოქმედი და მეცენატია. საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომლის ეგიდით მსოფლიოში არაერთი მასშტაბური კულტურულ – საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მუსიკალური კონკურსი „გზა კარნეგი ჰოლისკენ“, რომელიც ახალგაზრდებს გზას მსოფლიოს პირველი სცენისკენ უკვალავს.
დავით ღვინიანიძე მსოფლიოს თავისი ხავერდოვანი “დამათრობელი” ლირიკურ-დრამატული ბარიტონით და რომანტიკული “მაჩოს” ლამაზი, მამაკაცური გარეგნობით აღაფრთოვანებს. ის საოპერო თეატრის სცენაზე როგორც გმირული, ასევე ლირიკული სტილის მრავალფეროვან პრესონაჟებს განასახიერებს. მისი საკონცერტო რეპერტუარი ასზე მეტი არიისგან შედგება.
დავით ღვინიანიძის სახელს უკავშირდება ბათუმის ოპერის ხელოვნების ფესტივალის აღდგენა; „ქუთაისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის“ დაარსება; 2021 წელს აშშ–ში „დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემის“ დაარსება; „საერთაშორისო საშობაო მუსიკალური ფესტივალი კარნეგი ჰოლის სცენაზე“; „ მუსიკალური და სახვითი ხელოვნების “DG კულტურული ცენტრი”, „დავით ღვინიანიძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“ და ა.შ.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორისაა: პუშკინის ფესტივალი “ბოლდინის შემოდგომა” (ნიჟნი ნოვგოროდი), “ხარკოვის მუსიკალური ფესტივალი” (ხარკოვი, უკრაინა), „მუსიკალური საღამოები არბატზე“ (მოსკოვი); “რუსული მუსიკალური ფესტივალები ველიკო ნოვგოროდსა და ფსკოვში“; საოპერო ფესტივალი „მარია ბიეშუ გიწვევთ“ ( კიშინიოვი, მოლდავეთი).
2007 წელს მიენიჭა გაეროს მედალი “კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”.
რუსეთის თეატრთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ოქროს მედლით “მეცენატობისთვის”.
2005 წლის 17 ივლისს დავით ღვინიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა მოსკოვში.
2006 წელს დავით ღვინიანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის სხდომაზე “ცივილიზაციათა დიალოგი”
2013 წელს დავითი „ნიუ–იორკის წარმატებული ქართველების“ პრემიის მფლობელი ხდება.
დავით ღვინიანიძე ამაყობს საქართველოთი და ქართველობით. მისი მასშტაბური საქმეები მომავალშიც დაუკავშირდება საქართველოს, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას მთელ მსოფლოში.