დიდუბე ჩუღურეთის რაიონში 200 სოციალურად დაუცველ ოჯახს ,,არქიპლიუსმა” პროდუქტები დაურიგა
მსოფლიო და მათ შორის საქართველო უკვე სამ თვეზე მეტია რაც უხილავ მტერს კორონავირუს ებრძვის, დღეის მონაცემებით ვირუსით საქართველოში 296 ინფიცირებული, ვირუსისგან 69 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი გვყავს. საქართველოში ვირუსისგან გამოწვეული ეპიდემიის გამო საგანგებო ვითარება 10 მაისამდეა გამოცხადებული , ხოლო ოთხი დიდი ქალაქი და მათ შორის თბილისი სრულ კარანტინშია მოქცეული. ამ დროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მეტად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვინც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთნება. ერთ ერთი ასეთი კომპანია კი არქიპლიუსი გხლავთ, რომლის დამფუძნებელი ბატონი გრიგოლ ხურციძეა, კომპანიას გრიგოლ ხურციძესთან ერთად მისი შვილები ზურაბ და გიორგი ხურციძე მართავენ. კომპანიამ დიდუბე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების პროდუქცია გადასცეს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის სოციალურ პასუხისმგებლობას სხვადასხვა კერძო კომპანიებიც იჩენენ, რისთვისაც realinfo.ge – სარედაქციო კოლეგია პერსონალურ მადლობას უხდიის.
წყარო: ჟურნალი ბიზნეს თაიმსი
განთავსება: სოსო კავკავაშვილი