თუ ,,კოვიდ 19″ შეგხვდებათ თიბისი ბანკი 10.000 ლარს მოგცემთ
თუ შეგხვდათ კორონა ვირუსი ნუ იდარდებთ ყველაფერი რიგზე იქნება, აგერ თიბისი ბანკმა კოვიდ 19 ის დაზღვევაც კი შემოგვთავაზა. თუ რომელიმე ჩვენთაგნს კოვიდი შეხვდება , მისი გართულებებისგან თავის ასარიდებლად თიბისი ბანკი 10 000 ლარით დაგვავზღვევს, უფრო მეტიც გარდაცვალების შემთხვევაში თიბისი გარდაცვლილის ოჯახს 50. 000 ლარს გადაუხდის და ეს ყველაფერი კი თვეში 19 ლარადაა შესაძლებელი. Realinfo გთავაზობთ თიბისის მიერ გამოქვეყნებულ დაზღვევის ტექსტს.
თიბისი ბანკი:
რაში დაგეხმარება COVID-19-ის დაზღვევა
შენ მიიღებ 10 000 ლარიან ანაზღაურებას, თუ COVID-19-ის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგირთულდა. ამ თანხის გამოყენებას ნებისმიერი მიზნით შეძლებ და გაუთვალისწინებელ ხარჯებზე დაგეხმარება.
COVID-19-ის დაზღვევა ითვალისწინებს სიცოცხლის დაზღვევასაც და ვირუსით ინფიცირების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს გადაეცემა 50,000 ლარი.
შეიძინე დაზღვევა დღესვე და თუ 20 დღის შემდეგ დაგისვეს COVID-19-ის დიაგნოზი, მისი შესაძლო გართულების შემთხვევაში, ეს დაზღვევა ფულადი ანაზღაურებით დაგეხმარება. დაზღვევა მოქმედი იქნება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
CATEGORIES საზოგადოება