მსოფლიოს პრეზერვატივების დეფიციტი  კოვიდ 19 ის გამო ექმნება

მსოფლიოს პრეზერვატივების დეფიციტი კოვიდ 19 ის გამო ექმნება

კორონავირუსის გამო მსოფლიოს პრეზერვატივების დეფიციტი ემუქრება

პრეზერვატივი

კორონავირუსის გამო მსოფლიო პრეზერვატივების დეფიციტის ზღვარზეა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Covid 19-ის გავრცელების შეკავების გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყანაში უმსხვილეს კომპანიებს შეეხო. კერძოდ, მალაიზიური კომპანია Karex Bhd-ის სამივე ქარხანა, რომლებიც მსოფლიოს პრეზერვატივების 20% აწარმოებენ, კვირაზე მეტია არ მუშაობენ და გეგმას უკვე 100 მილიონი პრეზერვატივით ჩამორჩნენ. კომპანიის პროდუქციას ისეთი პოპულარული ბრენდი ავრცელებს, როგორი Durex-ია.

27 მარტს მალაიზიის მთავრობამ ქარხნების ნაწილი აამუშავა, მაგრამ მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით, რადგან ქვეყანაში ვირუსის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია.

„მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში პრეზერვატივების დეფიციტი გვექნება, რაც საშიში იქნება. აფრიკაში ჰუმანიტარული პროგრამების შემთხვევაში კი დეფიციტი შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გო მია კიატმა.

ამასთან, მსხვილი ქარხნები დაიხურა ჩინეთში, ინდოეთსა და ტაილანდში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

CATEGORIES
TAGS
Share This