ლელას კონცერტი ყოფილა დამნაშავე კოვიდის გავრცელებაში! მთავრობის კონცერტებზე კარგად დადიხართ- ნახეთ რას წერს მამულიჩა

ლელას კონცერტი ყოფილა დამნაშავე კოვიდის გავრცელებაში! მთავრობის კონცერტებზე კარგად დადიხართ- ნახეთ რას წერს მამულიჩა

მამულიჩა ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს რომელსაც რეალინფო უცვლელად გთავაზობთ.

ამას ვწერ პირველად და საბოლოოოდ.
პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…..
ზაფხული იმუშავეთო ღია სივრცეშებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე,( შოუბიზნესს ვგულისხმობ)
მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.
ეხლა ისევ გავხსნეს , აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო,ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რო ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯამრთელობასო, რაც მთავარია
წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი,იმიტომ რომ გვემუშავა,
და დღეს ხელს იშვერთ ზოგ ზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე???
.
არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა, და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ , რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე,რეგიონებში, რესტორნებში.
ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი.
ბოდიში ეს მე უნდა დავარეგულირო?
დავიწყო მეც ლანძღვა გინება?
მოდით ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას….არ გინდათ აიცრათ…. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….
თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ , მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ ესე არ გამოვა
ვინმეს თუ გონია რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით, და ამიტომ ავიცერო
აიცერიიიით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…
ჩვენი პროფესიააა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ.
თქვენ ხო მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს?შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე.
ყველას ჯამრთელობას გისურვებთ

CATEGORIES
TAGS
Share This