ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია ‘- იგი ჟანგბადდამოკიდებულია აცხადებს ლევან რატიანი

ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია ‘- იგი ჟანგბადდამოკიდებულია აცხადებს ლევან რატიანი

მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. კლინიკაში მომღერლის დაინფიცირების ფაქტი დაგვიდასტურეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.

ჯერჯერობით უცნობია, გაჩნდება თუ არა ესტრადის კლასტერი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

“ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულიაოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეასატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს ლევან რატიანი.

 

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ მომღერლის ქმარს და პროდიუსერს კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩას დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.

ამის შემდეგ, ლელა წურწუმიას მეგობარს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ცნობილია, რომ მომღერალი ორჯერადადაა აცრილი ფაიზერით.

პრაიმტაიმის მასალა.

წყარო პრაიმტაიმი.

CATEGORIES
TAGS
Share This