ლელა ბჟალავა პერსონა 2021 -ის ტიტულს მიიღებს

ლელა ბჟალავა პერსონა 2021 -ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონაზე წარდგენილი ადამიანები მრავალმხრივ წარმატებულნი არიან კარიერაში. ერთერთი მათგანი გახლავთ ადვოკატი ლელა ბჟალავა, რომელიც პერსონა 2021 – ის ტიტულს რეგიონში სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.

იგი ამავდროულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკულ უნარ ჩვევებს უმაღლებს და გახლავთ მათი მენტორი.

ადვოკატი ლელა ბჟალავა თავის გამოცდილებას უზიარებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მე 4 კურსის სტუდენტებს.
სწავლის კურსი , ითვალისწინებს პროფესიული სწავლების პრაქტიკულ კურსს, პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკული სწავლების კურსი და დაეუფლონ პროფესიულ უნარ-ჩვევებს. აქტიური სწავლა გვაძლევს ახალ ცოდნას , ხოლო … ეს მათ უფრო თავდაჯერებულს ხდის.
ლელა ბჟალავა: ,,მე სიხარულს მგვრის სტუდენტებთან მუშაობა მინდა უფრო მეტად დავიხარჯო პრაქტიკულ- სემინარულ მუშაობისას.”

CATEGORIES
TAGS
Share This