“ლიდერ ქალთა საზოგადოებას“ ქუთაისიდან შემოუერთდა “საუკეთესო ყვავილების სალონი იმერეთის რეგიონში”

“ლიდერ ქალთა საზოგადოებას“ ქუთაისიდან შემოუერთდა “საუკეთესო ყვავილების სალონი იმერეთის რეგიონში”

“ლიდერ ქალთა საზოგადოებას“ ქუთაისიდან შემოუერთდა “საუკეთესო ყვავილების სალონი იმერეთის რეგიონში”

„Flowers Lovers”.

Flowers Lovers

რომელმაც უნიკალური დიზაინის თაიგულებით, მომსახურების უმაღლესი დონითა და ხარისხით უამრავი მომხმარებლის გული მოიგო და აგერ უკვე 17 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე.

მაღაზია „Flowers Lovers” მდებარეობს ქუთაისში, თამარ მეფის N31-ში.

სალონის დამფუძნებელმა პროფესიით ეკონომისტმა ნათია გურეშიძემ საკუთარი საქმის სიყვარულით რადიკალურად შეიცვალა პროფესია და ფლორისტ-დიზაინერი გახდა.

ის მთელს ენერგიას, სულსა და გულს დებს საქმეში, რომელიც ასე ძალიან უყვარს და მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

მისთვის მომხმარებელთა სურვილები და კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც მოთხოვნიდან გამომდინარე დაამატა 24-საათიანი მომსახურება და ყვავილების სალონი „Flowers Lovers”-ი უკვე 8 წელია სრული დღე-ღამის განმავლობაში ემსახურება ერთგულ მომხმარებლებს.

 

იხსენებს, რომ საკუთარი საქმე ნულიდან დაიწყო, ფართი იქირავა, გაიარა ინტერიერის დიზაინის, ივენთ მენეჯერის კურსები, დღესასწაულების ორგანიზება და დიზაინი და  საკუთარი ენთუზიაზმის, მონდომებისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის შედეგად, უკვე საკუთარი მაღაზია აქვს, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს მთელს ქალაქში და არამარტო.

ქალბატონი ნათიას მაღაზია ღიაა  ყვავილების ყველა მოყვარულისთვის. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე დაარქვა. თავად მისი და სალონის ყველა თანამშრომლის მთავარი მოტივაციაც ხომ სწორედ ყვავილების სიყვარულია.

სწორედ საქმისა და მომხმარებლებისადმი დიდი სიყვარულის შედეგია ის, რომ ქალბატონი ნათია და მისი ენერგიული, პროფესიონალი ფლორისტები და დიზაინერები მთელი გულით ამზადებენ თაიგულებს, ქმნიან კომპოზიციებს, აორგანიზებენ თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს, იქნება ეს ქორწილი, იუბილე, სალონური საღამო თუ უბრალო დღე, რომელსაც თავიანთი მონდომებით უდიდეს დღესასწაულად გიქცევენ.

 

კრეატივი, მუდმივად სიახლის ძებნა, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება და უმაღლესი ხარისხია ის, რითიც  ქალნატონი ნათია და მისი ყვავილების სალონი მუშაობს ამდენი წელი და დამსახურებული წარმატებაც არ აყოვნებს.

ქალაქის ყველა მცხოვრებმა და არამარტო, იცის, რომ იქ მისულს 24/7-ზე ხალისიანად, ყურადღებით მოემსახურებიან და მიიღებენ საუკეთესო პროდუქტს, საოცარი ყვავილებით შექმნილ, ულამაზეს, გამორჩეულ თაიგულებს.

 

ქალბატონმა ნათიამ მისი მიზანი რეალობად აქცია, აიხდინა სურვილი და აქვს საოცნებო ყვავილების სალონი. შესაბამისად, საკუთარი განვლილ გზაზე დაყრდნობით ყველა ქალს, რომელიც ახლა ცდილობს საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ურჩევს:

 

  • დაისახეთ მიზანი, იარეთ მიზნისკენ წინ და თქვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. შედეგს, რომელიც გაგაბედნიერებთ!

 

CATEGORIES
Share This