ნომინაციაში „მრავალმხრივი შესაძლებლობები – წარმატებული მენეჯერი და მომღერალი-2023“  წარმოგიდგენთ ინგა დათიკიშვილს

ნომინაციაში „მრავალმხრივი შესაძლებლობები – წარმატებული მენეჯერი და მომღერალი-2023“ წარმოგიდგენთ ინგა დათიკიშვილს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „მრავალმხრივი შესაძლებლობები- წარმატებული მენეჯერი და მომღერალი-2023“  წარმოგიდგენთ  მომღერალს, ივენთ-მენეჯერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ქალბატონ ინგა დათიკიშვილს.

ქალბატონი ინგა დათიკაშვილი, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით „თბილისელი“ ,თავის მუსიკალურ  კარიერას წარმატებით უთავსებს მენეჯმენტს და ამ მიმართულებით საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციები უჭრავს სხვადასხვა მიმართულების დაწესებულებებში. ის გახლავთ სასტუმრო „კრონ პალასის“ მენეჯერი ; კლინიკა  „ჯნს მედიკალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ასევე ივენთ-მენეჯერი  რესტორანში „კრონპალასი“.

Cron Palace Tbilisi – קרון פאלאס טביליסי

ქალბატონი ინგა დაიბადა და გაიზარდა თბილისში ქართულ-ებრაულტრადიციულ ოჯახში. სიმღერა  მისი უმთავრესი ჰობია, მამასთან ერთად ბავშვობიდან დგას სცენაზე და ეს საქმე ერთგვარ პროფესიადაც იქცა, ხშირად გამოდის დიდ სცენაზე.

  • ხშირად მიწვევენ ღონისძიებებზე და მეც სიამოვნებით ვმღერი. ბავშვობაში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე და ბევრი ჯილდოც მაქვს მიღებული.

იხსენებს, რომ საცხოვრებლად საქართველოდან ისრაელში გადასვლა პატარა გოგოსთვის ძალიან ემოციური და რთული იყო:

  • 16 წლის ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვეთ და ისრაელში გადავედით საცხოვრებლად… ძალიან რთული იყო ჩემთვის ის პერიოდი თბილისის გარეშე. მახსოვს საშინელი ნოსტალგია განვიცადე. 17 წლიდან დავიწყე დაუღალავად მუშაობა და პარალელურად ვსწავლობდი თელავივის უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ვფიქრობ ისრაელში მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. მიუხედავად იმისა, რომ 18 წელი ვიცხოვრე ისრაელში, მაინც გული სულ თბილისისკენ მომიწევდა და ზუსტად 10 წლის წინ მივაღწიე ჩემს მიზანს და დავბრუნდი თბილისში საცხოვრებლად.

თბილისის დიდი სიყვარულისა და სწორედ აღნიშნული ნოსტალგიური ნომენტებიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურია მისი ფსევდონიმი „თბილისელი“, რომელიც ნამდვილად  უსვამს ხაზს დედაქალაქისადმი მის განსაკუთრებულ გამოკიდებულებას.

თბილისში დაბრუნებული წარმატებით დასაქმდა თავისივე პროფესიით და სხვადასხვა ადგილზე წარმატებული საქმიანობით მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება :

  • 8 წელი ვიყავი სამედიცინო ტურიზმის ხელმძღვანელი. დღეს კი სასტუმრო „კრონ პალასის“ ხელმძღვანელი, კლინიკა „ჯნს მედიკალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და რესტორან „კრონ პალასის“ ივენთ-მენეჯერი გახლავართ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემი თავი ვიპოვე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

ამბობს, რომ ქალად ყოფნა მისთვის უკვე მნიშვნელოვანი სტატუსია:

  • ვიყო ქალი- ჩემთვის სტატუსია სიძლიერის და ვფიქრობ, ჩემი სქესი ყველანაირად ხელს მიწყობს ჩემს საქმიანობაში და მჯერა, რომ ნებისმიერ დასახულ მიზანს შემიძლია მივაღწიო თუმცა მთავარი მიღწევა ჩემთვის მაინც ჩემი ოჯახია და ჩემი საამაყო შვილები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან და უდიდეს ძალას მაძლევენ.
  • წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს ჩემი ორი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე ქართველი-ებრაელი საქართველოს და ისრაელის საკეთილდღეოდ ვშრომობ.

მისი მრავალმხრივი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა ქალს, რომელიც ახლა ეჭიდება ახალ გამოწვევებს ეუბნება:

  • ყველა ქალს ვურჩევ, არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ დასახული მიზნების მისაღწევად! მთავარია, მუდმივად სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ და შემართება. უბრალოდ, უნდა გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და  ყველაფერი გამოვა!
CATEGORIES
Share This