,,პირველი სიმღერა დედამ მასწავლა“ – ნაზი ჩიდრაშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

,,პირველი სიმღერა დედამ მასწავლა“ – ნაზი ჩიდრაშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმტებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს, პროექტს სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულები ყავს  ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, მანანა თოდაძე , ირმა სოხაძე, გიორგი უშიკიშვილი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხვები . ,,პერსონა 2020“ – ზე წარდგენილი წარმატებული ადამიანების გამოვლენა პროექტის 21 -კაციანმა ბორდმა უკვე დაიწყო, რომელთა შორის გახლავთ შემოქმედი ქალბატონი თელავიდან ნაზი ჩიდრაშვილი, რომელიც ,,პერსონა 2020“ – ის ტიტულს რეგიონში კულტურის განვითარებისთვის მიირებს. რეალინფომ ქალბატონ ნაზის რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რომელი ასაკიდან დაიწყეთ სიმღერადა თუ გახსოვთ რა იყო პირველი სიმღერა რომელიც იმღერეთ?

    სიმღერა გაცილებით ადრე დავიწყე ვიდრე მე მახსოვს, მაგრამ არ დამავიწყდება ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც დედამ მასწავლა, ეს იყო ,,იავნანა”. ახლაც ნათლად ჩამესმის მისი ხავერდოვანი და თბილი ხმა, თავისივე მოკაზმული ინტერპრეტაციით. ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალური გახლავთ, ერთადერთი ძმა მალხაზ ჩიდრაშვილი გადასარევად მღეროდა და მღერის. ჩვენი სახლიდან ყოველთვის                                  ისმოდა :სიცილ-კისკისი, ჟრიამული სიმღერა და მუსიკის ჰანგები.ყველას უხაროდა ჩვენთან სტუმრობა, ამბობდნენ ამ ოჯახს ჯადოსნური მიზიდულობის ძალა აქვსო-ანდამატივით.

ანსაბლებში მღეროდით, იყავით სოლისტი, როგორ გაიხსენებთ ამ წლებს?

ჩემი ბავშვობის წლები, ეს იყო  დაუვიწყარი და მეტად შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა რომ 90-იანი წლები ურთულესი იყო ზოგადად ქვეყნისათვის, ჩვენ ბავშვები მაინც ხალასები ვიყავით, მაინც ვცეკვავდით და ვმღეროდით. სიამოვნებით და სიამაყით ვიხსენებ ჩემს პედაგოგებს, ლოტბარ: ჯუმბერ ჯანგულაშვილს, მაესტრო ბადრი დავითაშვილს, რომელსაც ჰქონდა ანსამბლი ,,მხიარული ვარსკვლავები”. გვქონდა შიდა და გასვლითი კონცერტები, ვდგავდით მიუზიკლებს სადაც ყოველთვის სოლისტი ვიყავი,იყო კონკურსები, დიპლომები, სიგელები, გამარჯვებები და აპლოდისმენტები. ეს იყო მართლაც დაუვიწყარი ხანა.ასევე დიდი მოკრძალებით და პატივისცემით გავიხსენებ აწ განსვენებულ ჩემს მაესტროს, ბატონ პავლე დემურიშვილს რომელთანაც მუშაობის ხუთი წელი გავატარე ჩემს მშობლიურ ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა გუნდში სოლისტად. შემდგომ იყო ნიკო სულხანიშვილის სახელობის       მუსიკალური სასწავლებელი და ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი ქალბატონი იზა ცერცვაძე,რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა,ჩემს მუსიკალურ გემოვნების ჩამოყალიბებაში და ზოგადად ცხოვრებაში, და ბოლოს აქსევე მინდა ავღნიშნო თელაველებისათვის სათაყვანებელი მაესტრო ბატონი ჯუბო სახეიშვილი, რომელთანაც მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო, რთული, საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ამ დიდებული ადამიანების დამსახურებაა ჩემი დღევანდელი დღე.

რა ისწავლება თქვენს მიერ დაარსებულ მუსიკალურ შემოქმედებით სტუდიებში?

ჩემს საბავშვო მუსიკალურ სტუდია ,,თელავი”-ში და

,,N-voice”-ში სწავლება კომპლექსურია .ვასწავლით სიმღერას, მეტყველებას, სასცენო მოძრაობას, ქორეოგრაფიას და ევროპულ ცეკვებს

სტუდია ამ ეტაპზე მეტად ნაყოფიერი და წარმატებულია უნდა არინიშნოს ისიც,რომ სტუდიაში სწავლობენ სოცდაუცველი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები, რომლებსაც სტუდია უსასყიდლოდ და დიდი ენთუზიაზმით ემსახურება. სტუდია ჩართულია ქალაქის და მთლიანად რაიონის მუსიკალურ შემოქმედებით საქმიანობაში, ეს იქნება საქველმიქმედო ღონისძიებები, კონცერტები თუ მუსიკალური კონკურსები. ჩემი სტუდიის ძირითადი პრიორიტეტი ცოცხალი შესრულებაა სწორედ ამის დამსახურებაა უამრავ მუსიკალურ კონკურსებში გამარჯვებები. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ავღნიშნავ მხოლოდ ბოლო რამოდენიმე გამარჯვებას,

ქ.თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაარსებულ ფესტივალში,,ხელოვნებადა შემოქმედება” ჩვენი სტუდიის მოსწავლემ პირველი ადგილი დაიკავა. გასულ წელს ქ.თბილისში ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური კონკურსი ,,მხიარული ნოტები” სადაც სამი საპრიზო ადგილი გვერგო წილად I,II და III.სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებამ მოუტანა ჩვენს სტუდიელებს საგზური ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი ვარში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს ფესტივალზე ,,სულიკო”.ამ კონკურსიდნაც სამშობლოში გამარჯვებულები დავბრუნდით, მოვიპოვეთ პირველი და მეორე ადგილები.ჩვენი სტუდია შეიძლება ითქვას რომ გამარჯვებულების სტუდიაა,იმდენი ნიჭიერი და გამორჩეული მუსიკალური ნიჭით      დაჯილოვებული ბავშვები გვყავს.

რა არის თქვენტვის თქვენი სტუდია?

სტუდია ჩემთვის არის,ჩემი მეორე ოჯახი,სადაც ყველაფერი წმინდაა პატარების გულებივით. აქ სიკეთეა სიხარული, სიყვარული,ბედნიერი ღიმილი ურთიერთ პატივისცემა და დადებითი ემოციები. სტუდია ჩემი სულის ნაწილია, ჩემი ნავსაყუდელი, როდესაც სამსახურში შევდივარ და ბავშვების ტალღა მეგებება,როდესაც ვგრძნობ,რომ მათი გულების ციმციმის მიზეზი მე ვარ ამ დროს ცამდე ბედნიერი და სავსე ვარ.სტუდია თელავს ამშვენებენ ასევე ღირსეული პედაგოგები გიორგი სეხნიაიძის და ანი დალაქიშვილის სახით.ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მე ვამაყობ მათით.

რაზე ოცნებობთ , რა სამონმავლო გეგმები გაქვთ?

ვთვლი რომ ოცნებების ზღვა უკვე ამიხდა. განა ცოტაა? ვცოცხლობ… მაქვს არაჩვეულებრივი ქართული ტრადიციული ოჯახი, მყავს იდეალური მეუღლე, ორი ულამაზესი გოგონა, ერთადერთი და განუმეორებელი დედმამისშვილი, ბრწყინვალე მეგობრები, ადამიანები რომლებსაც ვუყვარვარ და პატივს მცემენ და ბოლოს და ბოლოს ვცხოვრობ ულამაზეს სამეფო ქალაქ თელავში.სწორედ ამ ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალურ ნაწილს შეადგენს ჩემი მოკრძალებული სტუდიაც.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს გარწმუნებთ რომ ახალი სასწავლო წლიდან სტუდია ,,თელავი”-ში და ,,N-voice”-ში დიდი სიახლეები გელოდებათ. დანარჩენს კი საიდუმლოდ დავტოვებ ასე უფრო საინტერესო იქნება.

CATEGORIES
TAGS
Share This