პროფესიის სიყვარულის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია – ლელა ბჟალავა ,,პერსონა 2021″ ის ტიტულს მიიღებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პრაქტიკის ტრენერი. უყვარს იოგა. ბოქსი და ჩოგბურთი. უამრავი გახმაურებული საქმის ცნობილი ადვოკატი ლელა ბჟალავა რეგიონში სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის პერსონა 2021 ის ტიტულს მიიღებს.
რეალინფომ ადვოკატთან ინტერვიუ ჩაწერა.
რატომ აირჩიეთ ადვოკატის პროფესია
ხართ თუ არა დამოუკიდებელი პროფესიაში?
პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს – საქართველოში,მაგრამ ჩემი სახიათებიდან გამომდინარე ყოველთვის მიყვარდა სხვისი უფლებების დაცვა, ადვოკატი თავის პროფესიაში დამოუკიდებელია, ეს ის ადგილია, ჩემს პროფესიაში სადაც ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
საკუთარი მე არ მაძლევს უფლებას წარმოვაჩინო თავი საზოგადოებაში, რომ ძაან მაგარი ვარ და და ჩავრჩე ერთ ადგილას , ამის ამბიცია არ მაქვს სხვისი აჩრდილით ვიცხოვრო, მირჩევნია ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე”?.
ადვოკატის დამოუკიდებლობა როგორგ შიდა ისე საეთაშორისო აქტებით დაცვის მაღალ სტანდარტს ექვემდებარება. აღსანიშნავია რომ ადვოკატის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია რომ მისი კლიენტის ინტერესები ეფექტურად დაიცვას.
მე ვარ ადვოკატი პროფესიით, მაგრამ უპირველესად ვარ ადამიანი უბრალო, რომელიც უბრალო ცხოვრებით ვცხოვრობ, და უბრალოება მხიბლავს .
პროფესია და სიყვარული?
ჩემთვის მთავარია ხარისხია, პროფესიაშიც კი უსიყვარულოდ ვერანაირ წარმატებას ადამიანი ვერ მიაღწევს.
სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ თვისებების თავმოყრას ერთად , ამ სიყვარულს მოაქვს პოზიტივი და სიძულვილს ნეგატივი, გიყვარდეთ და ცხოვრობდეთ ბევრად კარგია ვიდრე გძულდეთ და ნეგატივში იყოთ მოქცეული.
სექსუალური უმცირესობების უფლებებს თუ დაიცავდით? …
დავიცავ ყველა ადამიანის უფლებას რა უფლება მაქვს არ დავიცვა ის ადამიანი რომელიც არის სხვა ორიენტაცის, მე ვფიქრობ სიძულვილის ენით არ უნდა ვსაუბრობდეთ, ადამიანების გაღიზიანება იწვევს ის რომ მას განსხვავებული ორიენტაციაა აქვს, ცემენ, კლავენ, ქოლავენ, ამ ყველაფერის გამოსავალია კანონმდებლობის ცვლილებას სამართალდამცავ სისტემაში, გამკაცრდეს კანონი რომ შეძლონ სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტური ნიშნის გამო ჩადენილ დანაშაულის ეფექტური გამოძიება და მათი დასჯა, ეს იქნება გამოსავალი ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში.
ყველაზე უხერხული კითხვა?
როდესაც ითვლიან ადვოკატის შემოსავალს
– საშინლად უხერხულია, როცა ამას ნაცნობი გეკითხება.
პოლიტიკაში წასვლა თუ გიფიქრიათ?
— რაიმე პოლიტიკურ ჯგუფში წასვლას და პროფესიის შეცვლას არ ვაპირებ, პარტიაში ყოფნით ვერ ვიქნები თავისუფალი.
თუმცა რაც არ მომწონს ყოველთვის ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს რადგან მე თავისუფალი აპოლიტიკური ადამიანი ვარ.