საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვა მისაბაძია დანარჩენი მსოფლიოსთვის – ფონდ World of Diaspora – დამფუძნებელი

საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვა მისაბაძია დანარჩენი მსოფლიოსთვის – ფონდ World of Diaspora – დამფუძნებელი

კორონავირუსმა მსოფლიოს 200 მდე ქვეყანაში შეაღწია, დღეს მსოფლიოს ხელისუფლებები და ჯანდაცვა ცალ ცალკე თუ ერთობლივი გზებით ებრძვის მომაკვდინებელ ვირუს და ცდილობს მის დამარცხებას. მოგეხსენებათ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, რეალინფო დაინტერესდა მათი დღევანდლი მდგომარეობოთ და ნიდერლანდებში  ფონდ  world of diaspora ს ქართველ დამფუძნებელს ლალი ბუთბაიას დაუკავშირდა.

ქალბატონო ლალი პირველ რიგში როგორ შეაფასებთ საქართველოში ხელისუფლების და მედიკოსების მუშაობას კორონა ვირუსთან ბრძოლის საკითხში?

– საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ბევრია დაწერილი და ნათქვამი. მოკლედ გეტყვით: სწრაფი, ადექვატური და მისაბაძი. სამაგალითოები არიან. ჩვენს სამედიცინო პერსონალზე და ჯანდაცვაზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიც საუბრობენ… ნიდერლანდებზე მეტი მინდა ვისაუბრო: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ყველა დიპლომატი კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩვენი ფონდი World of Diaspora თანამშრომლობს მათთან და ყოველდღიური მჭიდრო სამუშაო კონტაქტიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ უკვე რამოდენიმე კვირის მანძილზე 24 საათიან მზადყოფნაში არიან დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, ფონდს აქვს შექმნილი კრიზის-ჯგუფი, რომელშიც 24 საათიან რეჟიმში სხვა სპეციალისტებთან ერთად საელჩოს თანამშრომლებიც შემოსულ კითხვებზე პასუხობს. მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე როგორია ნიდერლანდებში დარჩენილი ქართველების მდგომარეობა ვინც ვერ ბრუნდება საქართველოში?
– როგორც მოგეხსენებათ და უკვე ცნობილია 23 მარტის რეისი ამსტერდამი-თბილისი გადაიდო და უამრავი ადამიანი დარჩა ახალი რეისის მოლოდინში სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში. მათ შორის 12 ადამიანი იმ დღესვე საელჩომ დააბინავა სასტუმროში. ჩვენმა ფონდმა კი ფინანსური დახმარება გაუწია თითოეულ მათგანს. იმავე სასტუმროში 26 მარტს შემოგვიერთდა კიდევ ორი ადამიანი გერმანიიდან. საელჩო და ფონდი ყურადღების გარეშე არავის ტოვებს. ამასთან ერთად, მე როგორც ვიცი ბევრი აქ მყოფი ქართველი ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ფონდს ამ ადამიანებზე სრული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გააჩნია და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ საელჩოსთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას.
ფონდი World of Diaspora-ს დამფუძნებელი ბრძანდებით. გაქვთ თუ ინფორმაცია რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შესახებ, რამდენადაა მათთვის ხელმისაწვდომი მკურნალობა და რა სახის დაბრკოლებებს ხომ არ აწყდებიან?
– მოკლედ გეტყვით ფონდ World of Diaspora-ს მიზნებზე. ფონდი 2019 ქალაქ ჰააგაშია დაფუძნებული და ჩემთან ერთად კიდევ ორი დამფუძნებელი ქ-ნი იზოლდა კვიციანი და ქ-ნი ნინო უბილავა ყავს. სამივე წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ. ფონდის ძირითადი მიზნებია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებზე მუშაობა და იმ ქვეყნების გაერთიანება, სადაც მსგავს ეთნიკურ აზრთა სხვაობას და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ხასიათის პრობლემებს აქვს ადგილი. ერთობითა და საერთო ძალისხმევით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ და ეფექტიურად ვიმუშავებთ კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვიტყვი ამჟამინდელ მდგომარეობაზეც: მსოფლიო განსაცდელშია, სხვა სახის სერიოზული პრობლემა ემუქრება კაცობრიობას და მათ შორის ქართულ და მსოფლიო დიასპორას. ფონდმა მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხებზე იმუშაოს და როგორც მოგახსენეთ ნიდერლანდებში დაფუძლებულ სხვა ქართულ ფონდებთან, დიასპორის წარმომადგენლებთან, აქ არსებულ კერძო კომპანიებთან და პირებთან ერთად შეიქმნა „კორონა-კრიზის“ ჯგუფი.  თვითიზოლაციაში ხართ, როგორია მანდ თვითიზოლაციის წესები?
– მე და ჩემი ქალიშვილი დისტანციურად ვმუშაობთ უკვე ორი კვირაა. ვცდილობთ სახლში დავრჩეთ. თავს და სხვებს ვუფრთხილდებით და ვეხმარებით. სიკეთის კეთება სახლიდან გაუსვლელადაც ადვილად შეიძლება.
ასევე, საინტერესოა არალეგალი ქართველების მდგომარეობა. რა ხდება ამ კუთხით? – ფონდს მხოლოდ ერთი არალეგალი თანამემამულე დაუკავშირდა. მერე კი, გადაიფიქრა საქართველოში წასვლა და როგორც ვიცი, ახლობლის ოჯახში დარჩა. ამ ეტაპზე ფონდს სხვა ინფორმაცია არ გააჩნია. კონსული და საელჩოს მთელი გუნდი 24 საათიან რეჟიმში ეხმარება ჩვენს თანამემამულეებს საკონსულო საკითხების მოგვარებაში და საბუთების აღდგენაში. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო თქვენს რედაქციას გამოჩენილი ყურადღებისთვის. ნიდერლანდების სამეფოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს, ჩემს კოლეგებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი თანამემამულეების დახმარებაში. მე დღეს ამაყი ვარ რომ ამ ერთიანობის ნაწილი გავხდი! ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ყველას!

ესაუბრა სოსო კავკავაშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This