სიღნაღმა მაჰათმა განგისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

სიღნაღმა მაჰათმა განგისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

“მაჰათმა განდის ფონდი-საქართველო” და საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის ორგანიზებით VILLA TERRACE PROVANCE-ში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი არაძალადობისა და მშვიდობის მოღვაწის, მაჰათმა განდის 151-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.
საიუბილეო დღეს ქიზიყური მასპინძლობის ფონზე წარმოდგენილი იყო ქართულ-ინდური კულტურა. დამსწრე საზოგადეობას საშუალება ჰქონდა ტრადიციული ინდური ცეკვების და სიმღერების ფონზე კახური ღვინო და თათარა დაეგემოვნებინა. ამიერკავკასიაში კონფლიქტის ესკალაციის კონტექსტში, ღონისძიებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. გამომსვლელებმა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

დღევანდელ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, “მაჰათმა განდის ფონდი-საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე, საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის დამფუძნებელი დავით ბეჟიტაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი -ძლიერი სახელმწიფო”-ს თავმჯდომარე ლალი მოროშკინა, ამავე ორგანიზაციის ერთერთი დამფიძნებელი დაევროპული განათლების აკადემია ბი დი სი – ის დირექტორი ნათია შათირიშვილი , სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

მაშინ როცა ამიერკავკასია ცეცხლის ალია გახვეული ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ცდილობენ საქართველო მოლაპარაკებების უალტერნატივო ადგილად აქციონ. სიღაღში ჩატარებული დღევანდელი  კონფერენცია. ზუსტად შექმნილი რთული ვითარების ჭრილში. საჯარო ლექციები წაიკითხეს ლლი მოროშკინამ, ირაკლი შონიამ , დავით ბეჟიტაშვილმა.

დღეს ასევე ლალი მოროშკინას ინიციატივით და ბი დი სი აკადემიის დირექტორის ნათია შათირიშვილის გადაწყვეტილებით გადაწყდა , რომ მალე სიღნაღში ბი დი სი აკადემიის ფილიალი გაიხსნება.

დღევანდელ კონფერენციას პროფესორმა ლალი მოროშკუნამ უმასპინძლა.

 

 

CATEGORIES
Share This