,,სკოლა Ჩემი ცხოვრების საყრდენია” – პედაგოგი მარიკა ცუკილაᲨვილი ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს
საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მერვედ გაიმარᲗება და სფეროს განვიᲗარებასა და ხელᲨეწყობისᲗვის ტრადიციულად Ჩვენი ქვეყნის 60 მდე წარმატებულ ადამიანს ,;პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიანიᲭებს. წარმატებულ ადამიანᲗა Შორის არიან განაᲗლების სფეროს წარმომადგენლები და ამ სფეროს ერᲗ ერᲗი ᲗვალსაᲩინო წარმომადგენელი კი გახლავᲗ ისტორიის პედაგოგი მარიკა ცუკილაᲨვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიᲭა.
მარიკა ცუკილაᲨვილი ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს რეგიონᲨი განაᲗლების განვიᲗარებისᲗვის მიიᲦეებს.
რეალინფომ პედაგოგᲗან ინტერვიუ Ჩაწერა.
რატომ გადაწყვიტეᲗ პედაგოგის პროფესიის არᲩევა?
1982წ.დავამთავრე თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მშობლიურ სოფელში დავბრუნდი.ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ და ეს საქმიანობა ჩემთვის ბავშვობიდან მიმზიდველი და საინტერესო იყო.ვხედავდი მათ თავდადებულ შრომას, ბავშვების უზომო სიყვარულს, მათზე უანგაროდ ზრუნვას და ეს ოჯახური გარემო ჩემზე ანდამატური ძალით მოქმედებდა და პროფესიული არჩევანიც ამან განაპირობა.
რა მᲗაარი Თვისებები უნდა ქონდეს პედაგოგს?
მასწავლებელს უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ბავშვებთან თბილი და კეთილგანწყობილი უნდა იყოს. არ უნდა არღვევდეს ეთიკურ ნორმებს, უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეებთან, თავისი სამოქალაქო აქტიურობით მოზარდს უნდა აძლევდეს სასკოლო,თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მაგალითს.მასწავლებელი მზრუნველი უნდა იყოს, ახერხებდეს კონტაქტს ყველანაირი ფსიქოლოგიის მოსწავლესთან და ბავშვს იგი მეგობრად უნდა ეგულებოდეს.
რა არის ᲗქვენᲗვის სკოლა?
ჩემთვის სკოლა მეორე სახლია, საყვარელი საქმე და ადამიანური ურთიერთობების სამყაროა, მოსწავლეებზე ზრუნვის საშუალება და საქართველოს მომავალი თაობის აღზრდის ადგილია. სკოლა ჩემი ცხოვრების უმთავრესი საყრდენია.
როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს მასწავლებელსა და მოსწავლეს Შორის?
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თავაზიანობა, მეგობრობა, ურთიერთ მომთხოვნელობა და თანამშრომლობაა ის აუცილებელი ფაქტორები, რაზეც დგას მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერდამოკიდებულება.
როგორი მომავალი Თაობა გვეზრდება?
ნიჭიერი, გონიერი, მოაზროვნე, თავისუფალი და კრეატიული თაობა მოდის. მართალია აქვს ნაკლოვანებებიც(სიზარმაცე, ინტერნეტ დამოკიდებულება, სამოქალაქო პასიურობა, წიგნის იგნორირება და ა.შ.)მაგრამ მას ახასიათებს ევროპული ღირებულებების აღქმის უნარი და მიუკერძოებლობის განცდა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანა საიმედო ხელში გადადის.
როგორიᲐ დᲦევანდელი სკოლა?
დღევანდელი სკოლა ევროპული და ამერიკული სკოლის გამოცდილებაზეა აგებული. შეცვლილია სწავლების მეთოდოლოგია, საგნობრივი პროგრამები, მართვის ფორმები, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეტაპები, შეფასების სისტემა და ურთიერთობა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის.ვფიქრობ,კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი, რადგან ვთვლი, რომ თანამედროვე სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, თვითრწმენასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად.
რას ნიᲨნავს ᲗქვენᲗვის ხალხის სიყვარული?
ადამიანმა უპირველესად სიყვარულით უნდა იაროს ცხოვრების გზებზე. პატივს უნდა სცემდეს ყველას განურჩევლად აღმსარებლობისა, ეროვნებისა, ინტერესებისა თუ წარმომავლობისა. როცა სიყვარულით ცხოვრობ და თითოეულ სიტყვას სიფრთხილით წარმოთქვამ, რომ ადამიანს გული არ ატკინო, უმეტესწილად იგივე გიბრუნდება…
სკოლა სოფლად და ქალაქᲨი?
ჩემი აზრით, იდეური თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ არის ქალაქისა და სოფლის სკოლას შორის. მოსწავლეების მენტალიტეტი, ტექნიკური რესურსი და სასკოლო ინფრასტრუქტურა შეიძლება განსხვავებულია,მაგრამ მთავარი მაინც ცოდნის მიღება და მომავალი თაობისთვის ცხოვრების საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაა. სკოლა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის განათლებას, აღზრდას და თუ ქალაქად და სოფლად ცხოვრების სპეციფიკა რაიმე განსხვავებულს მოითხოვს,ეს უკვე იმ განუყოფელმა სამეულმა უნდა დაარეგულიროს,რომელსაც სკოლა,მოსწავლე და მშობელი ჰქვია
დამსახურებული პედაგოგის ჯილდო მიიᲦეᲗ ეს რას ნიᲨნავს ᲗქვენᲗვის?
დამსახურებული მასწავლებლის წოდება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. უპირველესად შრომის და ღვაწლის დაფასებაა. ეს ჯილდო უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს როგორც მოსწავლეების, ისე კოლეგების და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რაც მთავარია, დამსახურებული მასწავლებლის წოდება გაზრდის ჩემ მოტივაციას უფრო მეტის საკეთებლად,რადგან მიმაჩნია,რომ ყველაზე დიდი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი საქმეები სკოლაშია გასაკეთებელი.