„შრომით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება,  ამაში არაერთხელ დავრწმუნდი“ -თამარ ალადაშვილი

„შრომით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, ამაში არაერთხელ დავრწმუნდი“ -თამარ ალადაშვილი

 

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაზე „საუკეთესო ავტორ – შემსრულებელი -2022“  წარმოგიდგენთ

თამარ ალადაშვილს.

როგორც ქალბატონი თამარი გვიყვება,  ბავშვობიდან მუსიკასთან ,სიმღერასთან და ზოგადად ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირს გრძნობდა.

  • 7 წლიდან მუსიკის სიღრმისეულად გაცნობა  დავიწყე ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში …. ამავე სკოლაში 6 წელი თეატრალურ მიმართულებასაც შევუერთდი და 5 სპექტაკლში ვითამაშე აქედან ორში მთავარი როლი. დაიდგა ჩემი ნაწარმოებიც – “ობოლი მაგდა “

აქვე დავეუფლე ფანდურს ,ბას ფანდურს და სალამურს .10 წლიდან ი.სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა სტუდიის აღსაზღდელიც გავხდი .

 

ქალბატონი თამარი აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებში. მას უფრო მოზრდილ ასაკში სხვა ინტერესებიც გაუჩნდა და ჟურნალისტური გამოცდილებაც შეიძინა ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში.

ამის შემდეგ კი აღმოჩნდა ანსამბლ გორდელაში სადაც 12 წელი მოღვაწეობდა.

 

ის 13 წლიდან ქმნის საკუთარ საავტორო სიმღერებს. პირველი სერიოზული და ცნობილი სიმღერა ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შეიქმნა “გოგო რომელსაც უყვარდა წვიმა“.

 

  • 2009 წელს დავაარსე საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში ჯგუფი “ურსა” პირველი სოლო კონცერტი დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. მას შემდეგ ვიმუშავე ხელოვნების სკოლა “აფხაზეთში“.

 

  • 2010 წელს შევქმენი ანსამბლი „თორდა“ და მას შემდეგ ამ სტუდიის როგორც ოფიციალური ასევე მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში დავამთავრე ბიზნესი და მართვა, საყვარელ საქმეს შევუთავსე პროფესია და დღეს ამ საქმეს წარმატებით ვემსახურები.

 

  • თორდა წელს 10 წლის გახდა 2013 წელს ჩემი პირველი დისკის პრეზენტაცია გაიმართა.  დღეს უკვე 40 მდე სიმღერის ავტორი ვარ. რამოდენიმე წელია ვხატავ და ჩემს ნამუშევრებსაც უხვად გაუჩნდა გულშემატკივარი. წელს გვხდი ერთ-ერთი საერთაშორისო გალერეის ბრენდ ამბასადორი.

 

საზოგადოებაში ქალთა როლის შესახებ ამბობს, რომ უმთავრესია ქალის როლი უმთავრესია და  სრულ განწყობას ქალი ქმნის ნებისმიერ საქმეში და გარემოში.

ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს ურჩევს:

  • ყოველთვის გქონდეთ რწმენა საკუთარი თავისა. უსაზღრო შესახლებლობები მოგვეცა, განსაკუთრებით ქალებს. შრომით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება,  ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. გახსოვდეთ, სირთულეები მხოლოდ სტიმულია!

 

https://www.youtube.com/channel/UCXyZqdcINTRGWYH93kpWgWg

https://www.facebook.com/Ansamblitordaa

 

CATEGORIES
Share This